რეზონანსი
10.09.2022

გუდაურის ტრაგედია დღემდე დიდ ტკივილად დარჩა საქართველოსთვის... მათ წინაშე ქედს მთელი ქვეყანა ახლაც იხდის, მათ შორის იმ პარაპლანისტის დედაცაა, რომლის დასახმარებლად აეროდრომიდან აფრინდნენ... მართალია, ერთი შეხედვით, შვილის გადარჩენით ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ ამბობს, რომ საღსალამათი ნუგზარ რაზმაძის სახლში დაბრუნება დედისთვის სასიხარულოცაა და ტრაგედიით გამოწვეული სევდაც ახლავს.

"პრაიმტაიმს" ის იმ მორალურ პასუხისმგებლობაზე ესაუბრა, რომელიც ტანჯავს. ამბობს, რომ სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლა დაღუპულების პატივსაცემად სურდა, მაგრამ ვერ გაბედა, ვერ შეძლო:

„გარდაცვლილთა ოჯახებს დიდი მწუხარებით კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პირველ რიგში, დაღუპულებს, შემდეგ - მათ ოჯახებს. ამ გმირებმა ყველაფერი გააკეთეს ჩემი შვილის გადასარჩენად და საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ მადლიერება და ეს ტრაგედია აღვწერო. როცა საქმე შვილს ეხება, ეს სულ სხვა რამაა... მათ ოჯახებს დიდი გამძლეობა მინდა ვუსურვო... 

ამ უბედურების გამო კინაღამ მოვკვდი... სამებაში დაღუპულების პანაშვიდზე მისვლა ვერ გავბედე... დედებო, არ იფიქროთ, რომ რადგან ჩემი შვილი გადარჩა, ბედნიერი ვარ, არაა ასე, ტვირთი ზურგით დამაქვს, ვალი მაქვს მე თქვენი... დედებო, ქალებო, ცოლებო საოცრად მადლიანი ადამიანების ოჯახის წევრები ხართ..." - უთხრა "პრაიმტაიმს" მანანა დოგუზოვამ.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×