რეზონანსი
12.09.2022

40 დღე გავიდა საბედისწერო შემთხვევიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერა. 29 ივლისს გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ 8 ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

„პრაიმტაიმი“ გარდაცვლილი მფრინავის, ლევან ჩოხელის მეუღლეს ექსკლუზიურად ესაუბრა, ნინო კვიციანი ტრაგიკულ დღეს იხსენებს.

„29 ივლისს სამსახურში გავაცილე, ბოლოსაც მაშინ ვისაუბრეთ. ამ ტრაგედიის შესახებ დედასგან გავიგე. დამირეკა და ტელევიზორი რომ ჩავრთე, ვნახე... მივხვდი ეგრევე, მაგრამ ცოტა იმედი მაინც მქონდა. რომ დავრეკე, დაკავება იყო. მეორე ბავშვმა ნახა კადრები, 14 წლის არის გოგო, ანა შოკში ჩავარდა ეგრევე. მე მის დაწყნარებას მოვუნდი. მე ჩემი დამემართა, მაგრამ ეს ბავშვი ისეთ დღეში ჩავარდა... ვერ ვამშვიდებდი. შემდეგ ვთხოვე და სამსახურში მივედით. მე ისედაც ვიცოდი, რომ იქ ვერავინ გადარჩებოდა. იმ კადრს რომ უყურებს, მიხვდება ადამიანი“, - ჰყვება ნინო კვიციანი.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×