რეზონანსი
19.10.2022

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიიდან 5 დღე გავიდა. 13 წლის ლაზარე ლობჟანიძეს, რომელმაც მეგობრის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა, რადგან მეხსიერების პრობლემა შეექმნა, მშობლებმა სასულიერო პირის დახმარებით, სამწუხარო ამბავი უკვე უთხრეს.

"ლაზარემ ყველაფერი გაიგო. სოციალურ ქსელში შედის და დამალვას აზრი არ ჰქონდა, წაკითხულს სჯობდა, დედას ეთქვა მოძღვართან ერთად, რომ სწორად აღექვა. 

თავიდან რომ ვეუბნებოდით, რომ მან გონება დაკარგა და საშიში არ იყო, ამ პასუხით დაკმაყოფილდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ  საქმე რთულად იყო. შემდეგ დედამისს უთხრა, იმ ადგილზე ჩამიყვანე, სადაც ეს მოხდაო. ვაკის პარკის შესახებ არაფერი იცოდა, ეგონა, თავის სკოლასთან მოხდა, ჭავჭავაძეზე. ჩავიდნენ... დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, პატარა არ არის, 13 წლისაა. მითხარით, რამე დაავადება ხომ არ მჭირს და მაგას ხომ არ მიმალავთო... ამიტომ, დედა იძულებული გახდა.

რომ გაიგო, იმ წუთიდან ფიქრობს რა მოხდა, როგორ მოხდა, ნელ-ნელა ყველაფრის აღდგენას ცდილობს. თავისი მეგობრები, კლასელები მოდიან, სკოლაშიც იყო ჩასული. მამა შალვა კეკელიას აქვს ბავშვთან და ოჯახთან კომუნიკაცია, ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევაში ძალიან ეხმარება. დაჰპირდა, რომ სტიქარს ჩააცმევს. მოკლედ, მასთან მთელ კლასს აქვს ურთიერთობა - მამა შალვას დახმარებით, ყველას ერთად ეს ამბავი შედარებით მარტივად გადააქვთ. იმ საშინელ ტრაგედიას ნახევარმა კლასმა უყურა, დიდი სტრესი იყო“, - უთხრა "პრაიმტაიმს" ოჯახის ახლობელმა კოტე ზარნაძემ.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×