რეზონანსი
21.10.2022

ორიონის მეტეორული წვიმა პიკს უახლოვდება, რომელიც მოსალოდნელია 2022 წლის 21-22 ოქტომბრის ღამეს. ამ დროს მისი დანახვა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ადგილიდან შეიძლება. ამბობენ, რომ თუ ამ მეტეორული წვიმის დროს სურვილს ჩაიფიქრებთ, ის აუცილებლად აგისრულდებათ.

რა არის ორიონის მეტეორული წვიმა

ორიონის მეტეორული წვიმა არის მეტეორული წვიმა, რომელიც ჩამოყალიბდა ჰალეის ცნობილი კომეტას მიერ. ეს არის კაშკაშა კომეტა, რომელიც მზეს უბრუნდება დაახლოებით 75 წელიწადში ერთხელ. ზეციური მოხეტიალეს ასეთი „ჩამოსვლა“ ბოლოს 1986 წელს მოხდა.

ჰალეის კომეტა მზეზე გავლისას ტოვებს კოსმოსური მტვრისა და ყინულის კვალს, რომელიც დედამიწიდან ჩანს, როგორც ნათელი მეტეორული წვიმა. ამჯერად ფენომენი შეიძლება შეინიშნოს 21-22 ოქტომბრის ღამეს.

სად შეგიძლიათ ნახოთ ორიონის მეტეორული წვიმა?

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ორიონიის მეტეორული წვიმა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის - ჩვენს ქვეყანაშიც. ღამის ცაზე ჩანს, შუაღამის შემდეგ. თქვენ უნდა გაიხედოთ ორიონის თანავარსკვლავედისკენ.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ ორიონის მეტეორები ძალიან სწრაფია. ხშირად ჩანს მხოლოდ სინათლის ციმციმების სახით და ღამის ცას კვეთს. დაკვირვების დროს მათი გამოტოვება ადვილია.

დაკვირვებისთვის თქვენ უნდა აირჩიოთ ბნელი ადგილი ქალაქიდან მოშორებით, თუმცა ამ შემთხვევაში მთვარის შუქმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ. თუ გაგიმართლათ, შეგიძლიათ დათვალოთ 80-მდე ვარსკვლავი.

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი ვარსკვლავთცვენის დროს

ორიონის მეტეორული წვიმა მრავალი ასეული ან თუნდაც ათასობით წლისაა, მას ჩვენი შორეული წინაპრებიც კი „უნახავს“ „ხეტიალის“ დროს. უბრალოდ, ძველად არ შეეძლოთ ამ კოსმოსური ფენომენის ახსნა, მაგრამ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვარსკვლავების ჩამოცვენის ღამე საუკეთესო დრო იყო სურვილების ჩასაფიქრებლად.  იყო კიდეც სპეციალური რიტუალები, რომლებიც დღემდე შემორჩა.

სურვილის ჩასაფიქრებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ უმარტივესი მეთოდები. შეგიძლიათ, ფურცელზე დაწეროთ სურვილი, ვარსკვლავის ჩამოვარდნის დროს, ასწიოთ ეს ფურცელი ცისკენ და ხმამაღლაც წარმოთქვათ. ან ღამის ცის ფონზე დახატეთ ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, დააწერეთ თქვენი სურვილი პირდაპირ ნახატზე და დატოვეთ ეს ნახატი ფანჯრის რაფაზე, ვარსკვლავთცვენის ღამეს. შემდეგ დამალეთ იგი უცხო თვალისთვის მოფარებულ  ადგილას.სურვილი უნდა იყოს რეალისტური, მკაფიოდ გამოხატული და არ უნდა ავნოს სხვა ადამიანებს. მისი ფორმულირების დროს არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ნაწილაკი „არა“, მას შეიძლება ჰქონდეს საპირისპირო ეფექტი.ამბობენ, რომ ორიონი ვერსკვლავთცვენის პერიოდში ბევრ ადამიანს აქვს ინტუიციის გამწვავება, მათ შეუძლიათ ბედის მინიშნებები შეიგრძნონ და ქვეცნობიერის დონეზე იწინასწარმეტყველონ თავიანთი მომავალი. ამიტომ, ორიონის მეტეორული წვიმის ღამეს ასეთი ნიშნების მიმართ ყურადღებიანი უნდა იყოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×