რეზონანსი
06.11.2022

სამართალდამცველებმა აღმაშენებლის გამზირზე, დააკავეს მოქალაქე, რომელიც ქართველებს აგინებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. „პრაიმტაიმის ინფორმაციით, მამაკაცი, რუსეთის მოქალაქეა და ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მამაკაცს, პოლიციის თანამშრომლებმა არაერთგზის მოუწოდეს შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება, თუმცა ის მათ მოთხოვნებს არ დაემორჩილა.

„პოლიციის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდა ერთი პირი, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ ქმედებას“, - განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.

ცნობისთვის, გვიან ღამით გავრცელდა ვიდეო, რომელიც აღმაშენებლის გამზირზეა გადაღებული. უცნობი მამაკაცი ქუჩაში ქართველებს აგინებდა.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×