რეზონანსი
03.12.2022

თორნიკე ნინიკაშვილი ცნობილი თავისი სიკეთით გახდა.  კურიერმა შარშან 4 იანვარს ფულით სავსე საფულე იპოვა და პატრონს დაუბრუნა. იგივე განმეორდა ახლაც, ორი დღის წინ. თორნიკე, ბუნებრივია, ისევ ისე მოიქცა და პატრონს ხელუხლებელი საფულე გადასცა.  

გულკეთილმა ბიჭმა "პრაიმტაიმს" თავისი ემოციები გაუზიარა. 

„12 საათი გაუჩერებლად დავდივარ სკუტერით. ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის კურიერი ვარ, მთელი თბილისის მასშტაბით დავქრივარ და გაფაციცებული მაქვს ყურადღება. სკუტერზე მაქსიმალურად ყურადღებიანები ვართ კურიერები. ბავშვობაში მეზობელი მეხუმრებოდა, იმხელა თვალები გაქვს, ერთი კვირის გამოსახედს ერთ დღეში იხედებიო. მართლა ასეა, არაფერი მეპარება.

ფულით სავსე საფულის პოვნის შანსი მეორედაც მე იმიტომ მომეცა, რომ ღმერთმა იცის, მე იმ ფულს ჯიბეში არ ჩავიდებ. ვიდეოში ვთქვი, რომ ამ ადამიანმა მადლიერების ნიშნად ასი ლარი მაჩუქა. იმ ფულით ჩემს ძველ სამსახურში თანამშრომლებთან საჭმელი მივიტანე, ნაწილით საწვავი ჩავასხი, ცოტაც დამრჩა...

რაც შეეხება ჩემს განათლებას, ვამთავრებ უნივერსიტეტს. მინდა ევროპის ქვეყნებში ვიმოგზაურო. შემდეგ კი მინდა ცოტა ხნით ამერიკაში ვიცხოვრო. ტკბილ სიბერეს კი ჩემს ქვეყანაში ვაპირებ“, - განუცხადა "პრაიმტაიმს" თორნიკე ნინიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×