რეზონანსი
11.01.2023

ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, თეა ცხადაძემ მეგობრის შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. 42 წლის ნატალია სარდლიშვილს მოულოდნელად, ინსულტმა დაარტყა და კომატოზოიდურ მდგომარეობაში თითქმის 1 კვირა იმყოფებოდა.

„ისრაელში პირველად რომ ჩამოვედი, აქ გავიცანი და პირველი ჩემი ამხანაგი იყო აქ. შემდეგ გათხოვდა, ქმარი აქეთ იყო და თავადაც უნდოდა დაბრუნება. 

თბილისში კორონა დაემართა, კლინიკაში იწვა, მას შემდეგ თავის ტკივილები დაეწყო. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ არაფერი სჭირდა. წამლები დაუნიშნეს და თავის ტკივილებზე მკურნალობდა. 10 დღის წინ, ეზოში მანქანა გააჩერა  და ინსულტმა დაარტყა. გათიშულ მდგომარეობაში მეზობელმა იპოვა. სანამ საავადმყოფოში გადაიყვანეს, უკვე კომაში იყო. თითქმის 1 კვირა ასე იყო...“, - გვითხრა თეა ცხადაძემ.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×