ელზა პაპოშვილი
23.02.2023

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში ორი წლის ბავშვი შეიყვანეს, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დამწვრობები, მუცელში ტკივილები და მძიმე ანემია აღენიშნებოდა. ბავშვი საავადმყოფოში ბებიამ მიიყვანა, რომელიც აცხადებს, რომ ის დედისგან ძალადობის მსხვერპლია და დამწვრობები მშობელმა მიაყენა.   

ბებია ამბობს, რომ ოჯახი მრავალშვილიანია და ბავშვის მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ის ცოტა ხნის წინ დედასთან იმყოფებოდა, რომელმაც მასზე იძალადა. ბავშვის სახლში დაბრუნების შემდეგ, მან სხეულზე მძიმე დაზიანებები ნახა. ბებია პოლიციისგან ბავშვის დედის გამოკითხვას და გამოძიების დაწყებას ითხოვს. ადგილზე საავადმყოფოს მედიკოსებმა სამართალდამცველები გამოიძახეს. პოლიცია დედის დასაკითხად  და სიტუაციის გასარკვევად წავიდა. ბავშვის მძიმე მდგომარეობიდან გამომდიდნარე კი ექიმება მისი თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს. ექიმების თქმით, ბავშვს ტანზე ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მრავლობითი დამწვრობები აქვს. მას შესაბამისი ექსპერტიზა დასჭირდება, რათა დადგინდეს, რა გახდა ასეთი დაზიანებების მიღების მიზეზი.    

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, რა მოხდა. იციან  მხოლოდ ის, რომ ბაავშვი, რომელიც დედასთან რამდენიმე დღე იმყოფებოდა, სახლში დაბრუნების შემდეგ ცუდად გახდა.  

„არ ვიცით რა მოხდა, მრავალშვლიანი ოჯახია. დედა და მამა დაშორებულები არიან ბავშვები ხან დედასთან არიან, ხანაც მამასთან. როგორც ბებია ამბობს, ბავშვი დედასთან რამდენიმე დღით იყო წასული. ამტკიცებს, რომ ბავშვზე დედა სისტემატიურად ძალადობს. სახლში დაბრუნებულ ბავშვს შეატყო, რომ ცუდად იყო. მუცელი გაებერა და გული მისდიოდა. როცა ბავშვი დაათვალიერა, მას სხეულზე სხვადასხვა სახის დამწვრობა ჰქონდა მიღებული. დედამ დაწვა თუ უბედური შემთხვევის შედეგად აქვს მიღებული, არ ვიცით. ბებიას აქვს ეჭვი, რომ დედამ იძალადა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მედიკოსების თქმით,კი ბავშვის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა. „ტანზე აქვს მრავლობითი ხასიათის დამწვრობები, ახალი არ ჩანს, დაახლოებით, ათი დღის, ვერ გეტყვით, რით მიიღო ეს დაზიანებები. მუცელი შებერილი აქვს, აღენიშნება ძლიერი ტკივილი, არის მძიმე პაციენტი. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კატასტროფის სამედიცინო ცენტრის მანქანით, თბილისში გავაგზავნოთ,“ - ამბობს ექიმი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×