ელზა პაპოშვილი
01.05.2023

თავდასხმა დეპუტატის ძმაზე, პოლიცია ახლა ქვეყნის მასშტაბით იმ პირს ეძებს, რომელმაც დილარ ხაბულიანის ძმას ცეცხლი მის საცხოვრებელ სახლთან გაუხსნა. დემურ ხაბულიანი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. არსებული ინფორმაციით, დამიზნებით ნასროლმა ტყვიამ თავთან გაიარა და ის მსუბუქად დაზიანდა. 

მან დახმარება ადგილობრივებს სთხოვა, რომლებმაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ხაბულიანს პირველადი დახმარება უკვე ჩაუტარდა. მის სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია ვერსია, რატომ შეიძლება ოპოზიციონერი დეპუტატის ძმა სასიკვდილოდ გაემეტებინათ. დემურ ხაბულიანი ბიზნესმენია და თბილისში კერძო საკუთრებების მფლობელია. 

გამოძიება განზრახ მკვლეელობის მცდელობის და იარაღის უკანონ ტარების ბრალდებით მიმდინარეობს. პოლიცია ამ დრომდე ეძებს პირს, რომელიც ადგილიდან მიიმალა.   

„აქ ჩვენს მეზობლად შატბერაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. უწესიერესი მეზობელი და უკარგესი ადამიანი. ყველა გაოგნებულები და შოკში ვართ. წყნარი მშვიდი ადამიანია, ვის რა დაუშავა არ ვიცით. ეზოში როგორც კი გავიდა, სავარაუდოდ, ელოდნენ, მაშინვე უსვრიათ. სასწაულებრივად არის გადარჩენილი. ტყვიამ მხოლოდ გაკაწრაო. პირდაპირ თავში უსვრია. 

„ხმაური, ან ჩხუბი კაციშვილს არ გაგვიგია. ეს ამბავიც მხოლოდ მაშინ გავიგეთ პოლიციის ეკიპაჟები რომ მოცვივდნენ. მოჰყვა სასწრაფო და გვითხრეს დემურს დესხნენ თავსო. ძალიან გვადარდებს ჩვენც მისი ჯამრთელობა. პოლიციამ ყველა დაგვკითხა ხომ არაფერი დაგინახავთო. არაფერი კაციშვილს, ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა“,-ყვება ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ ხაბულიანი  სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და გაქცევა მოასწრო. მან დახმარება მაღაზიაში ითხოვა, სადაც თავი შეაფარა.  

„ალბათ კამერებს ნახავენ, კითხავენ ყველას და კამერებს იღებენ. კაცი გამოვიდა სახლიდან და თავს დაესხნენ. უსვრია, მაგრამ მოასწრო გაქცევა მგონი, რის შემდეგაც მაღაზიას შეაფარა თავი. დახმარება უთხოვია და მათ პოლიცია გამოიძახეს. ამ კაციდან რა უნდოდათ არ ვიცი, უკარგესი პიროვნებაა. გვიჭირ  მოტივზე ან მიზეზზე საუბარი“,-ამბობს კიდევ ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×