ელზა პაპოშვილი
06.05.2023

გოგებაშვილის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი დაცვის სამსახურის ინსპექტორი კახაბერ კამლაძე, რომელიც ახლა ბრალის წარდგენას ელდოება, ამბობს, რომ ის აუცილებელია მოგერიების პრინციპით მოქმედებდა. მას საბა გახოკიას მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა. თავის მხრივ გახოკიას ახლობლები აცხადებენ, რომ თავად გახოკიასაც არ სურდა მარგველაშვილის მოკვლად და მხოლოდ ფეხებში ესროდა. რაც შეეხება თავდასხმის მოტივს, ირკვევა, რომ გახოკია და მარგველაშვილი კლასელები იყვნენ და კონფლიქტი წარუსლშიც ჰქონდათ. თუმცა, ახლა რა გახდა მათი დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.

კახაბერ კამლაძე პოლკოვნიკი და დაცვის პოლიციის თანამშრომელია. როგორც მისი უფლებადამცველი ხათუნა ხურცილავამ „რეზონანსთან“ განაცხადა, ის მარგველაშვილის დაცვვაში უკვე 7 თვეა მუშაობს, იარაღის ტარებისა სრული უფლება აქვს და კანონიერად ჰქონდა გაფორმებული. 

კამლაძე წლების განმავლობაში სხვადასხვა სამთავრობო დაცვაში მუშაობდა. ის იყო ქვეყნის მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრი. როგორხ ადვოკატი ამბობს, ლამლაძეს საპასუხოდ რომ არ ესროლა, საბა გახოკია მასაც მოკლავდა, ასევე საფრთხე ემქურებოდა ქუჩაში შემთხვევით გამვლელებს. 

მედიაში გავრცელებული კადრებით კი ახალი გარემოებები იკვეთება. სათვალთვალო კამერის ჩანაწერის მიხედვით, საბა გახოკია გოგებაშვილის ქუჩაზე ორი იარაღით მივიდა. კადრებში ჩანს, რომ ის ჯერ ვინჩესტერით ისვრის, მიწაზე დაცემის შემდეგ კი, დაცვის წევრის მისამართით უკვე მეორე ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს. თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი მალევე ადგილზე გონებას კარგავს. სავარაუდოდ, დაცვის მხარე სწორედ ამ ჩანაწერებს გამოიყენებს, რათა დაცვის თანამშრომლის უდანაშაულობა დაამცტკიცოს.

გოგებაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ობიექტზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერით ირკვევა, რომ ორმხრივი სროლა 34 წამი გაგრძელდა. გიჩო მარგველაშვილი ერთ-ერთი კაფეს წინ მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. რამდენიმე წამში ბაშალეიშვილის ქუჩიდან მას საბა გახოკია მიუახლოვდა და ვინჩესტერით ფეხებში დამიზნებით ესროლა. კადრებში ჩნდება კიდევ ერთი პირი - კახაბერ კამლაძე, რომელიც მარგველაშვილის დაცვა იყო და იქვე რამდენიმე მეტრში იდგა. ჩანაწერის მიხედვით, კამლაძემ ცეცხლსასროლ იარაღი თავდამსხმელს რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი გახოკია ძირს დაეცა. მიწაზე დავარდა ხელჩანთაც, რომელიც მას თან ჰქონდა და სადაც სავარაუდოდ თავის ვინჩესტერს მალავდა.

ორმხრივი სროლის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს ადგილზე ერთი მოკლული და ორი დაჭრილი დახვდათ. საბა გახოკია ძლიერი სისხლდენის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილები კი სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს. 

ქვედა კიდურებში მიყენებული ჭრილობებით გიჩო მარგველაშვილი ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ბრმა ტყვიით მსუბუქი დაზიანება მიიღო შემთხვევითმა გამვლელმაც, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერს.    

ადვოკატის ხათუნა ხურცილავას თქმით, კახაბერ კამლაძეს ბევრი აქვს სათქმელი და ის დუმილს სასამართლოზე დაარღვევს. 

„სასამართლოში აუცილებლად დუმილის უფლებას დაარღვევს და დეტალურად მოყვება რა მოხდა. ის ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, სხვა გზა იმ ეტაპზე არ ჰქონდა. რომ არ განეხორციელებინა ის გასროლა, რაც მან განახორციელა, სხვა შემთხვევაში უფრო ცუდი შედეგი იქნებოდა დღეს. 

„კამლაძე ამბობს, რომ 7 თვეა რაც მარგველაშვილის დაცვაში მუშაობს. მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა და ტყუილია, თითქოს არარეგისტრირებული იარაღიდან ისროდა. ასევე როდესაც მან თავდამსხმელი დაინახა, დაუძახა, რომ შეჩერებულიყო, მაგრამ მან სროლა გააგრძელა. რადგან პირველ იარაღში ტყვიები აღარ ჰქონდა, მეორეს ამოღება დაიწყო, რის შემდეგაც კამლაძემ მოქმედება გადაწყვიტა. 

„როგორც თავად ყვება, საფრთხე ემქურებოდა გამვლელებსაც, ამიტომ სწრაფი მოქმედება იყო საჭირო. ის პროფესიონალია, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადამიანების დაცვაში მუშაობდა. ამიტომ ის მოქმედებდა ძალიან ფრთხილად, რომ მსხვერპლი მეტი არ ყოფილიყო. არსებობს ვიდეო ჩანაწერები, რომელსაც დავცის მხარე გამოიყენებს“, - ამბობს ადვოკატი „რეზონანსთან“ 

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, მოკლულის ახლობლები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ საბა გახოკია ბიზნესმენი იყო და მას გადამზიდავი კომპანიები ჰქონდა. ის და გიჩო მარგველაშვილი 53-ე სკოლაში ერთ კლასში სწავლობდნენ. წარსულშიც კონფლიქტი ჰქონდათ. მარგველაშვილმა ის 20 წლის წინ დანით დაჭრა. ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ  წარსულში დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო. თუმცა იმასაც ვარაუდობენ, რომ საქმე ბიზნეს ეხებოდეს და კონფლიქტი სწორედ ფულის გამო დაიწყო.

„არ ვიცი რა ვთქვა. კლასელები იყვნენ საბა და გიჩო, 53-ე სკოლაში ერთ კლასში სწავლობდნენ. ნამდვილად ყოველთვის რთული ურთიერთობა ჰქონდათ. წარსულშიც გიჩომ ის ცივი იარაღით დაჭრა. ახლა რაზე იყვნენ გადაკიდებული, არ ვიცით. ზოგი ამბობს, რომ ისევ ფულზე და ბიზნეს წილებზე გადაიკვეთნენ. რაღაც დიდი ფულზეა საუბარი, რაშიც გიჩომ საბა გადააგდო. ის 3 კვირის განმავლობაში გაუჩინარებული იყო და ამის შემდეგ უკვე გოგებაშვილსი ქუჩაზე შეიარაღებული გამოჩნდა. 

„ბევრი ვერსიებია, მაგრამ საბას მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს იმას რომ ის უკიდურეს მდგომარეობაში იყო. მეც და მის ახლობლებსაც შთაბეჭდილება გვრჩება, რომ გიჩოს შეშინება, გამწარება უნდოდა და არა მოკვლა. მას კოჭებში ესვრის. დაბლა წაქცეულთან მიდის და ისევ ფეხებში ესვრის. ხომ შეეძლო თავში მოერტყა... 

„ამიტომ ძალიან გვიჭირს დაცვის საქციელის ახსნა - რატომ გაიმეტა მოსაკლავად. ერთი შვილი დარჩა და უკარგესი ბიჭი იყო. არანაირი კრიმინალი და ავტორიტეტი ის  არ ყოფილა, პირიქით, ის შეეჯახა „ავტორიტეტებს“ და თავის დაცვა ასე გადაწყვიტა“, - ამბობს მოკლულის ახლობელი „რეზონანსთან“         

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×