ელზა პაპოშვილი
08.05.2023

ძალადობის შემზარავი ფაქტი სამეგრელოში. წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში კაცს მე-8 კლასელი შვილის გაუპატიურებას ედავებიან. სავარაუდო მსხვერპლიც და სავარაუდო მოძალადეც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია. 14 წლის გოგომ დედასთან ერთად პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ჩვენება უკვე მისცა. მამის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.  

როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მამაკაცი, მას შემდეგ რაც შვილმა ამბის შესახებ დედას მოუყვა, სავარაუდოდ, სახლიდან გაიქცა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გოგონას ბაბუამ მეზობლებს უთხრა, რომ მისი სიძე გოგონას 5 წლის განამვლობაში აუპატიურებდა და ეს მათ ახლა შეიტყვეს. ამიტომ პოლიციის გამოძახება სთხოვათ.   

„ოჯახმა არაფერი არ იცოდა, თურმე ეს უბედურება უკვე 5 წელია რაც გრძელდება. ბავშვს დაუწერია წერილი, რომელიც დედამ იპოვა. გოგონა იქ წერს დეტალურად მამა მასზე როგორ ძალადობს. ბავშვი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა და წერილში ეს ყველაფერი დაუწერია. 

„ვერავის რომ ვერ უთხრა, ეტყობა იფიქრა თავს მოვიკლავ და მიზეზს წერილიდან გაიგებენო. ასე გატყდა ეს ამბავი. ცოლ-ქმართან ერთდ კიდევ ორი არასრუწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. სულ სამი შვილი ჰყავთ. ამბავი რომ ატყდა და ამ დედამ ნათესავებს გააგებინა, ეს კაცი სახლში არავის აღარ უნახია. პოლიცია გამოიძახეს და  სახლში არ დახვდათ. დაიწყეს ახლა ბავშვის და დედის გამოკითხვა“,-ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

კიდევ ერთი მეზობელი გვიყვება, რომ მამაკაცი საკუთარ შვილს, სავარაუდოდ, 8 წლის ასაკიდან აუპატიურებდა. ის მას აშინებდა და ეუბნებოდა რომ არავისთან არაფერი მოეყოლა. 

„ბავშვს ეუბნებოდა, რომ თუ ამას იტყვი, მე მოგკლავ, ან დედაშენი ან კიდევ ბიძაშენი მოგკლავსო. მეზობლები დაგცინებენ და სკოლაშიც ვეღარ ივლიო. ამის შიშით ბავშვი ვერაფერს ამხელდა. მერე დედას ვკითხე, ნუთი ამ წლების განმავლობაში, თუ ამას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, ვერაფერი  შეამჩნიეთ -  მეთქი? ან ქცევით, ან საუბრით, ან ბავშვის დეპრესიით, რაღაცით დედამ ხომ უნდა შეამჩნიოს? მითხრა, რომ არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ჩვეულებრივად იქცეოდა ბავშვიც და მამაც. მხოლოდ 3 დღი წინ დაეჭვდა, როცა გოგონა წერილს წერდა და მას ის ხელიდან გამოსტაცა. ბავშვი იქ თვითმკვლელობაზე საუბრობდა. დედის ჩაძიების შემდეგ კი მიზეზი აღიარა“,-ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×