რა არის კლინიკური ფარმაცია ?
თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში მყარად დაიკავა ადგილი ფარმაციის უახლესმა მიმართულებამ - კლინიკურმა ფარმაციამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაზღვრებით კლინიკური ფარმაცევტები, ძირითადად, ჰოსპიტლებს და მწვავე გართულებების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ ცენტრებში არიან დასაქმებულნი და აწარმოებენ არა პროდუქტზე, არამედ პაციენტზეორიენტირებულ საქმიანობას.
კლინიკური ფარმაცია ფარმაცევტისგანმოითხოვს თერაპიის საკითხების,დაავადების მიმდინარეობის პროცესის და ფარმაცევტული პროდუქტის ღრმა ცოდნას. დამატებით, კლინიკური ფარმაცია გულისხმობს: საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ფლობას, მედიკამენტებისმიმოქცევაზე კონტროლის უნარ-ჩვევებს, სამედიცინო ინფორმაციის გადმოცემისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგების გაანალიზების შესაძლებლობას.
კლინიკური ფარმაცევტები სამედიცინო გუნდის აქტიური წევრები არიან, მონაწილეობას იღებენ ყოველდღიურ შემოვლებს და მკურნალობის მიმართ პაციენტის სწორი განწყობის ჩამოყალიბებაში.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სპეციალობა ”კლინიკური ფარმაცია” გაჩნდა და ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში. აღნიშნული დარგის სპეციალისტების მოქმედების სფერო არ შემიოფარგლება მხოლოდ აფთიაქებში მუშაობით.ისინი ეხმარებიან ექიმებს სამკურნალო პრეპარატების რაციონალურ შერჩევაში, ამ უკანასკნელთა ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის, სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთდამოკიდებულების, აგრეთვე, მკურნალობის ღირებულების გათვალისწინებით. აღნიშნულ სპეციალისტებს უნდა გააჩნდეთ სისტემური ცოდნა მედიცინის, ფარმაკოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიის, კლინიკური ფარმაციის სფეროში, რათა რაციონალურად იქნეს გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები.
უშუალოდ კლინიკურ დაწესებულებებშიც არსებობს მრავალი მიზან-ამოცანა, რომელთა შესრულებაც შეუძლიათ კლინიკურ ფარმაცევტებს.კლინიკურმა ფარმაცევტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს სამკურნალო პრეპარატების გამოყენების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, ითანამშრომლოს პროფესიონალებთან ამა თუ იმ დაავადებების მკურნალობის შესახებ მეთოდური რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების შემუშავების კუთხით, მონაწილეობა უნდა მიიღოს სამკურნალო საშუალებების განაწილებისა და შესყიდვის, სამკურნალო ფორმულარების შექმნის და ა.შ. პროცესებში.
თსსუ - ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელსაც კლინიკური ფარმაციის სამაგისტრო პროგრამა აქვს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2018 წლიდან ამზადებს სპეციალისტებს კლინიკური ფარმაციაში.აღსანიშნავია, რომ თსსუ, საქართველოს მასშტაბით, ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელსაც კლინიკური ფარმაციის სამაგისტრო პროგრამა აქვს.
თსსუ-ში არსებული სამაგისტრო პროგრამის„კლინიკური ფარმაცია“ მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც მონაწილეობს პაციენტზე ზრუნვის პროცესში, რაც გულისხმობს ექიმებთანერთად რაციონალური ფარმაკოთერაპიის განხორციელებას, ეფექტური და უსაფრთხო წამლის შერჩევას, მისი ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
სად აგრძელებენ საქმიანობას თსსუ-ის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული კლინიკური ფარმაცევტები ?
თსსუ-ის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული კლინიკური ფარმაცევტები ძირითადად დასაქმებულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რიგ სტრუქტურულ ერთეულებში და ჩართულნი არიან სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებში. ეს სფერო საქართველოში ახლავითარდება და კლინიკური ფარმაცევტებისადმი დაინტერესება იზრდება. აღსანიშნავია, რომ დღეს,კლინიკების მხრიდან,უკვე გაჩნდა კლინიკურ ფარმაცევტებზემოთხოვნა, რაზედაც მეტყველებს ერთ-ერთი უმსხვილესისამედიცინო კორპორაციისმიერ ვაკანსიების გამოცხადება ამ სპეციალისტებზე.
აღნიშნული სამედიცინო კორპორაცია საქართველოს ბაზარზე 78 კლინიკით არის წარმოდგენილი, მან პირველმა გადაწყვიტა მიიღოს კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტი და გადაწყვიტა დაასაქმოს კლინიკური ფარმაცევტები.
კლინიკური ფარმაცევტების ჩართულობა სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია
დღეს კლინიკური ფარმაცევტის ჩართულობა სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომელსაც ითხოვს ევროკავშირთან ასოცირების პროგრამა. ამიტომ საქართველოში ამ დარგის განვითარება ძალზედ აქტუალურია.აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კლინიკური ფარმაცევტის მონაწილეობა კლინიკურ კვლევებშიც მოითხოვება.
როგორც თსსუ-ის სამაგისტრო პროგრამის „კლინიკური ფარმაცია“ ხელმძღვანელი, პროფესორითამაზ ჭუმბურიძე აცხადებს, დიდ კლინიკებში მხოლოდ ერთი კადრი ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, ამას მინიმუმ 3-4 კლინიკური ფარმაცევტი სჭირდება.
„რადგან კლინიკური ფარმაცევტების მოთხოვნა გაჩნდა, გაიზრდება კლინიკური ფარმაციის მიმართულებით სწავლების მსურველთა რაოდენობაც. ამის რესურსი კი მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს. ჩვენ შევძლებთ, დავაკმაყოფილოთ კლინიკების მოთხოვნა, ვინაიდან გვაქვს შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია. ამჟამად კლინიკური ფარმაციის მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს სამაგისტრო პროგრამის 36 კურსდამთავრებულს.
ის, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ისწავლება ეს პროგრამა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თსსუამ მხრივაც ლიდერია და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები აქვს“, - ამბობს პროფესორი თამაზ ჭუმბურიძე.