ელზა პაპოშვილი
02.11.2023

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ისტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე ადასტურებს. ცნობილია, რომ სამივე მათგანის დაკავება თბილისთან ახლოს მოხდა და ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 24 საათში იპოვა. ეხმარებოდა თუ არა გაქცეულ პატიმრებს ვინმე და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლოა გამოიკვეთოს უცნობია, თუმცა ცნობილი ხდება ის, რომ  საქმეზე ერთ-ერთი ბადრაგის დაკავება უკვე მოხდა. ის 37 წლის ივერი ნატრიაშვილია. აღიძრება თუ არა სხვა ბადრაგებზეც საქმე ჯერჯერობით უცნობია. 

რაც შეეხება გაქცეული პატიმრების ვინაობას, სამიდან,  ერთ-ერთი მსჯავრდებული ნიკა თოიძეა. მისისახელი 2021 წელს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი კრიმინალურ ანგარიშსწორებას უკავშირდება, როცა ახალგაზრდა პოლიციამ 17 წლის მოზარდის დაჭრისთვის დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, თოიძემ არასრულწლოვანი გულის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ნიკა თოიძეს, რომელიც ცნობილი მომღერლის შვილია, 1 წელი ჰქონდა დარჩენილი სასჯელის სრულად მოხდამდე, თუმცა თუ მას კლინიკიდან გაქცევის ბრალდება დაუმტკიცდება, 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დაკავებული თოიძის მეზობლები  ადასტურებენ, რომ გვიან ღამით პოლიცია მუშაობდა ადგილზე და მათ მეზობელს ეძებდნენ. 

"დაჭრის საკითხი იყო რაღაც... ზუსტდ არ ვიცით რა მოხდა. მგონი თანატოლი დაჭრა შელაპარაკების დროს. 3 წელი აქვსო მისჯილი, ასე თქვა დედამისმა. როგორ გაიქცა, რანაირად თავად ოჯახმაც არ იცის. ესეც პოლიციისგან გაიგეს. გამოკვლევებზე ჰყავდათ კლინიკაში და იქიდან გაიპარნენო. სხვა დეტალები არავინ იცის. მთელი ღამე პოლიცია აქ ჩვენს უბანში მუშაობდა. კით ხავდნენ ხალხს და ა.შ. მერე გავიგეთ, რომ დაუკავებიათო. აქ არ დაუკავებიათ და სავარაუდოდ, სადღაც თბილისთან ახლოს" - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი. 

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. მინისტრმაც დაადასტურა, რომ გაქცეულები არა დედაქალაქში, არამედ მის სიახლოვეს დააკავეს.

"სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურსა და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი.

მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა. ეს არასრული 24-საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს," - დაწერა მინისტრმა.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×