ელზა პაპოშვილი
18.04.2024

შვეიცარიაში 34 და 38 წლის ქართველები ძარცვის ბრალდებით დააკავეს - როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქართველები ბინის გაქურდვის დროს შენიშნეს და მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ისინი დაუსხლტნენ და გაქცევა მოახერხეს. თუმცა,  პოლიციამ მალევე ავტომობილით მიმალვის მცდელობისას დააკავა. 

ირკვევა, რომ მათ სახლიდან ვერაფრის წაღება მოახეხეს. თუმცა გამოძიება ეჭვობს, რომ დაკავებულები  კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან და არ არის გამორიცხული, ეჭვმიტანილთა წრე გაიზარდოს. გამოძიება იკვლევს, არიან თუ არა დაკავებული მამაკაცები სხვა საქმეებში ეჭვმიტანილები.   

„ოჯახ სახლში არ იმყოფებოდა, მათი სახლის  გაძრაცვა სცადეს. დაკავებულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. მეზობლებმა იცოდნენ, რომ ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა, საეჭვო მოძრაობა შენიშნეს და პოლიციაში დარეკეს. პოლიციის ადგილზე მისვლის მიუხედავად მათ გაქცევა შეძლეს. თუმცა დევნის ოპერაციის დროს დავაკავეთ. არ გამოვრიცხავთ, რომ საქმე კარგად ორგნიზებულ და პორფესიონალ კრიმინალებთან გვაქვს, რომლებიც შესაძლოა სხვა დანაშაულებშიც ფიგურირებდნენ. ასევევეჭვობთ, რომ ისინი დამოუკიდებლად არ მოქმდებენ და კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან“, - ამბობს საქმის გამომძიებელი მედიასთან.           

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×