ნაზი ბერიძე
22.05.2023

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 მაისს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, რუსეთი სავარაუდოდ ახალ „ელიტარულ" საავიაციო ჯგუფს ქმნის, უკრაინაში ოპერაციებისთვის.

სახელწოდებით ქვედანაყოფი „შტურმი" შედგება მინიმუმ ერთი ესკადრონისგან Su-24 Fencer და Su-34 Fullback გამანადგურებელ-ბომბდამშენებისგან და შემტევი ვერტმფრენების ესკადრონებისგან. ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავების ნაზავი შექმნილია სახმელეთო თავდასხმის მისიების შესასრულებლად-აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

შეფასების თანახმად, საავიაციო ჯგუფის ფორმირება ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ასრულებდნენ რუსეთის საჰაერო ძალები უკრაინის სამიზნეებზე საჰაერო თავდასხმების განხორციელებას

„ჯგუფის შექმნა ხაზს უსვამს, რუსების შეფასებას, რომ მათმა რეგულარულმა საჰაერო ძალების ესკადრონებმა სერიოზულად ვერ შეძლეს უკრაინის პოზიციებზე საჰაერო თავდასხმების გახორციელების ძირითადი ფუნქციის შესრულება"-აღნიშნულია ანგარიშში.

უწყების ცნობით, სანდო რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურს მოიზიდოს გამოცდილილი მფრინავები მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ და დაიქირავოს პენსიაზე გასული პილოტები.

ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსს" „ელიტარული ჯგუფის შექმნის რამდენიმე მიზეზსა და მის პერსპექტივას ასახელებს.

„ასეთი ინფორმაციის გავრცელება მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ რუსეთის სამხედრო ავიაცია განიცდის სერიოზულ პრობლემებს პროფესიონალი სამხედრო მფრინავებით დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, რის გამოც ის ქმნის ასეთ სპეციალურ ჯგუფს რომელშიც იწვევს მაღალანაზღაურების ფასად იმ პილოტებს, ძირითადად, ვინც პენსიაზე არიან გასულები.

„ლოგიკურად თუ ვიფიქრებთ, რუსეთს რამდენიმე ასეული საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავს შეიარაღებაში, რომლებიც დაკომპლექტებულია მფრინავებით, რომლებიც მსახურობენ საჰაერო კოსმოსურ ძალებში, თუ ეს პილოტები წავლენ ჯარიდან, გადავლენ ამ ჯგუფში, მაშინ პრობლემა შეექმნება იმ დანაყოფებს, ამიტომაც ეს ჯგუფი გათვლილია იმ პენსიონერებზე რომლებსაც სამხედრო ავიაციაში 20 წლის ნამსახურები აქვთ. მათ იწვევენ ძირითადად დიდი თანხის სანაცვლოდ. იმიტომ რომ ეტყობა ის პილოტები, სამხედრო მფრინავები, რომლებიც მსახურობდნენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, ან მათ არ შეუძლიათ ან არ სურთ ან ეშინიათ, შეასრულონ საბრძოლო დავალებები იმ თანხად, რასაც უხდის სახელმწიფო. რადგანაც ამ ომში რუსეთმა დაკარგა არანაკლებ 80 საბრძოლო თვითმფრინავი დაახლოებით ამდენივე მფრინავი. და მათი მსხვერპლიც საკმაოდ მგრძნობიარეა, რუსეთის ავიაციაში ყველა მფრინავი თითქმის ერთმანეთს იცნობს.

„ამას ალბათ ბრძოლაში ეფექტიც ექნება ისინი უკვე გამოცდილი პილოტები არიან, თუმცა დიდი მომავალი ეტყობა ამ საქმესაც არ უწერია, იმიტომ რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა თანდათან უფრო ძლიერდება" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×