ნაზი ბერიძე
21.11.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანულ „სანთან" ინტერვუში უკრაინელ გენერლებს აფრთხილებს, რომ პოლიტიკაში მათი ჩართვა ქვეყნის ერთიანობას რისკის ქვეშ აყენებს. ნათელია, რომ ზელენსკი გენერალური შტაბის უფროს ვალერი ზალუჟნის გულისხმობს, რომელმაც გახმაურებულ ინტერვიუში დასავლურ მედიასთან თქვა, რომ სიტუაცია ფრონტზე ჩიხშია შესული, რაც რუსეთს აძლევს ხელს. ზელენსკი კი ამას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ სტრატეგიული უპირატესობა უკრაინის ჯარის მხარეზეა.

უკვე რამდენიმე თვეა, მედიაში ვრცელდება ცნობები ზელენსკისა და ჯარის ხელმძღვანელობას შორის ასებულ დაპირისპირებაზე, რაც დასავლურ მედიაში, ისევე როგორც დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში დიდ შეშფოთებას იწვევს.

რეალურად ვის და რატომ უპირისპირდება ზელენსკი და რა ელოდება უკრაინის კონფლიქტს, მართლაც ჩიხშია იგი შესული თუ ეს უბრალო უთანხმოებაა პრეზიდენტსა და გენერლებს შორის, ამაზე „რეზონანსი" სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ესაუბრა, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინის კონფლიქტში სამხედრო და სამოქალაქო პირები უნდა გაიმიჯნონ და მხოლოდ ეს იქნება დაპირსპირებაში წარმატების გარანტია.

„დაპირისპირებაა სამხედრო სტრატეგიულ საკითხებში. ეს ის ვარიანტია, როდესაც სამოქალაქო პირები არ უნდა ერეოდნენ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში. გარკვეულწილად აგვისტოს ომის რეციდივები ჩანს, რაც უკრაინის ომში იკვეთება, აგვისტოს ომის დროს კი ჩვენი წაგების მთავარი ფაქტორი ეს იყო, როდესაც სამოქალაქო არაკომპეტენტური და სრულიად არაპროფესიონალი სუბიეტები ერეოდნენ სამხედრო დაგეგმარებაში. პოლიციელი რომ იქნება შეიარაღებული ძალების მეთაური, აქ უკვე ყველაფერი გასაგებია...

„უკრაინაში ომის მასშტაბები დიდია. იქ უფრო ნაკლებად უშვებენ შეცდომებს, ახლა ალბათ არის დაპირისპირება სამხედრო მოქმედებების წარმოების კამპანიის ირგვლივ პრეზიდენტსა და როგორც ჩანს უმაღლეს მთავარსარდალს შორის. ვგულისხმობ გენერალ ზალუჟნის.

„ზალუჟნიმ აბსოლუტურად დანამდვილებით ჩამოთავალა ის პრობლემები, რაც მართლა არსებობს შეიარაღებული ძალების წინაშე, დააფიქსირა, რომ ეს ომი არ იქნება ძალიან ხანმოკლე, და ის იქნება ხანგრძლივი, რაც აბსოლუტურად მართალია და აბსოლუტურად სწორია. ზელენსკი კი ფიქრობს, რომ ომი მოკლე პერიოდში უნდა დასრულდეს," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ზელენსკის გაფრთხილება მოჰყვა კამათს მთავარსარდალ გენერალ ვალერი ზალუჟნისთან, რომელმაც თქვა, რომ ომი რუსეთთან ჩიხში იყო და რომ გარღვევა ნაკლებად სავარაუდო აღმოჩნდება. ამასთან ზელენსკიმ, დასავლურ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ გენერლებმა, რომლებიც პოლიტიკაში ჩაერთვნენ, შეცდომა დაუშვეს. მისი თქმით, „სხვადასხვა პოლიტიკური ძალები სამხედროებს პოლიტიკაში უბიძგებენ."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×