სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    16.08.2019

     ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა ხუნძი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე, კავკასიის მთიელ ხალხთა მეთაური, 1834 წელს იმამად აღიარებული, რომელმაც ჯერ დასავლეთ დაღესტნისა და ჩეჩნეთის, შემდეგ კი მთელი ჩრდილოეთ კავკასია გააერთიანა თეოკრატიულ სახელმწიფო იმამატში, იმამი შამილი მოღალატეობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იმამი თავდაპირველად რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ხოლო შემდეგ კი მისი მოკავშირე გახდა.

    კადიროვის ამ განცხადებას ძალიან დიდი აღშფოთება მოჰყვა, განსაკუთრებით დაღეტანში, სადაც ხუნძები, იგივე ავარები, მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. დაღესტნელებმა 100 კაციანი მიტინგი მოაწყვეს და სოციალურ ქსელში მიუთითეს კადიროვს მის შეცდომზე, რამაც ეს უკანასკნელი ძალიან გააღიზიანა და განაცხადა, რომ უკან დახევას და თავისი სიტყვების უკან წაღებას არ აპირებდა, ხოლო რამდენიმე ადამიანს, ვინც მას სოციალური ქსელების მეშვეობით აკრიტიკებდა, ბოდიშიც კი მოახდევინა:

    „რამდენიმე მათგანი მოვიყვანე, მუხლებზე დაჩოქილები ამბობენ: რამზან, შენ ხარ ჩვენი გმირი, შენი მსგავსი კავკასიაში მეორე არ არის", - თქვა კადიროვმა „ინსტაგრამში" ჩართული პირდაპირი ეთერის დროს და დაამატა, რომ ჩეჩნეთში იმამისგან არანაირი სარგებელი არ ყოფილა არასოდეს.

    ყველაფერი 7 აგვისტოს დაიწყო. ამ დღეს ჩეჩნეთის პრეზიდენტსა და დაღესტნელ მოსახლეობას შორის დიდი სკანდალი დაიწყო, როდესაც კადიროვმა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში ისაუბრა 20 წლის წინანდელ მოვლენებზე, როდესაც შეიარაღებული ფორმირებები დაღესტანში შეჭრნენ. ინტერვიუს ბოლოს კადიროვმა იმამი ახსენა, რომელიც 25 წლის განმავლობაში იბრძოდა რუსების წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ 25-დან 19 წელიწადი იმამი იბრძოდა ჩეჩნეთში და ხელს უწყობდა ჩეჩნეთის მოსახლეობის ნახევრის დახოცვას:

    „ადამიანმა, რომელმაც ჩეჩენი ერი მძიმე ტრაგედიამდე მიიყვანა, თვითონ მისცა ერთგულების ფიცი რუსეთს დიდგვაროვნის ტიტულისთვის. რა არის ეს, თუ არა ტერორი ჩეჩნეთისა და ჩეჩენი ერის წინააღმდეგ, გააზრებული თუ არა? თუ ორმაგი სტანდარტები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაჩნდა?" - თქვა კადიროვმა.

    ჩეჩნეთის ლიდერი განცხადება სგამოეხმაურა ცნობილი მოკრივე, ეთნიკურად ხუნძი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ინსტაგრამზე დაწერა, რომ რცხვენია, რადგან მან იცის, რამდენად შორსაა ის იმისგან, რომ იყოს იმამ შამილის მსგავსი.

    თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. კიდევ ერთი გამოხმაურების შემდეგ სკანდალში ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვიც ჩაერთო. კერძოდ, საზოგადო მოღვაწემ და ტელეწამყვანმა, მაქსიმ შევჩენკომ თავის ვიდეომიმართვაში თქვა, რომ კადიროვმა „უკან დაიხია, შამილის შესახებ ნათქვამი სიტყვების შემდეგ". დაუდოვი კი, შევჩენკოს თქმით, მას დაუკავშირდა:

    „ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საწყენი და ხისტი სიტყვები იყო ნებისმიერი კავკასიელისთვის და ნებისმიერი მამაკაცისთვის, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ, რომ უკან წავიღო", - განმარტა მან.

    თავად კადიროვმა განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომელიც მის „ინსტაგრამში" წერდნენ კომენტარებს ახლა თავიანთ გვერდებს შლიან და ასეთებს კადიროვი ნომრის დაწერას სთხოვს დასაკავშირებლად - „ნომერი დაწერე" - ასე მიმართავს მათ კადიროვი.

    როდესაც ჩეჩნეთის ლიდერმა „ინსტაგრამზე" პირდაპირ ეთერში ისაუბრა მომხდარის შესახებ, მან მიმართა საკუთარ კრიტიკოსებს, მათ შაიტანები უწოდა, რომელთაც მხოლოდ ტყვია შეაჩერებს:

    „იცით, სად წადით? შორს. დათქვით დრო და ადგილი და ვნახოთ, ვინ-ვინაა. იმ შემთხვევაში, თუ შამილ ბასაევს, რომელიც დაღესტანში შეიჭრა, ტერორისტს უწოდებთ, მაშინ როგორ უნდა მოვიხსენიოთ ის, ვინც შემოიჭრა ჩვენთან რესპუბლიკაში და 19 წლის განმავლობაში იბრძოდა?" - აცხადებს კადიროვი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×