სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბუკა შუბლაძე
    17.11.2009

    თურქეთის ოპოზიცია თვლის, რომ სომხეთთან დაახლოების პროტოკოლები მხოლოდ სურვილების დონეზეა შედგენილი და რადგან ანკარამ ერევნისგან სანაცვლოდ ვერანაირი დაპირება ვერ მიიღო, რატიფიკაციასაც დაეკარგა აზრი.
    შეგახსენებთ, რომ შვეიცარიულ ციურიხში რამდენიმე კვირის წინ სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ პროტოკოლს - "სომხეთ-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა" და "ორმხრივი ურთიერთობების განვითარების" შესახებ, რაც ასევე გულისხმობს ამ ორ ქვეყანას შორის 1993 წლიდან, მას შემდეგ რაც ყარაბაღელმა სომხებმა ავტონომიის გარეთ მდებარე აზერბაიჯანულ მიწებზე მასირებული შეტევები განახორციელეს, ჩაკეტილი საზღვრების გახსნას.

    ეკა ბასილაია
    09.11.2009

    სომხეთს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის მოწესრიგებაში ნატო ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რობერტ სიმონსმა ერევანში ყოფნისას განაცხადა.

    ეკა ბასილაია
    04.11.2009

    ოპოზიციური აზერბაიჯანული გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს აშშ-ს ადმინისტრაციამ ოფიციალურ ბაქოს ულტიმატუმი წაუყენა - თუ ბაქო ყარაბაღის დასაბრუნებლად ომს დაიწყებს, აშშ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას აღიარებს.

    ანა ჩარკვიანი
    22.10.2009

    უოტერგეიტის სკანდალი
    1972 წლის 17 ივნისი (საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, რომელშიც რიჩარდ ნიქსონი რესპუბლიკური პარტიიდან მეორედ იყრიდა კენჭს) დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატის, ჯორჯ მაკგოვერნის შტაბში, რომელიც ვაშინგტონის სასტუმრო-კომპლექს "უოტერგეიტში" იყო განთავსებული, მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების დროს დაკავებული იქნა ხუთი პიროვნება.

    თიკო ოსმანოვა
    17.10.2009

    უკრაინაში მოახლოებული არჩევნები და დსთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები "რია-ნოვოსტის" ოფისში განხილვის მთავარი თემა იყო. გუშინ იქ კიევს, კიშინიოვსა და თბილისს შორის ტელეხიდი გაიმართა. სამი ქვეყნის წარმომადგენლების კითხვებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა პასუხობდა.

    ია აბულაშვილი
    15.10.2009

    დსთ-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ გაეროს თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერა შესთავაზა. მემორანდუმის თანახმად, მოსკოვის მიერ შექმნილ ამ ორგანიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაეროს ეგიდით სამშვიდობო და პრევენციული სამხედრო ოპერაციების ჩატარება შეეძლება.

    ელზა წიკლაური
    12.10.2009

    მაშინ, როდესაც თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით მხარეები ციურიხში ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლს აფორმებდნენ, აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დაფინანსება 50 მილიონი რუბლით შეამცირა. ბაქოში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტების დაფინანსების გაზრდის გამო მიიღო.

    ბექა ქურხული
    09.10.2009

    7 ოქტომბერს 2 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგობის ლიდერმა დოკუ უმაროვმა, ე.წ. კავკასიის იმარატის ისლამური სახელმწიფოს დაარსების შესახებ გამოაცხადა. ამის შემდეგ კავაკსიურმა წინააღმდეგობამ, გარკვეულწილად, სახე იცვალა და რეგიონში, რუსეთის წინაარმდეგ ბრძოლამ არა პოლიტიკური, არამედ რელიგიური სახე მიიღო.

    ია აბულაშვილი
    08.10.2009

    უკრაინა მზად არის რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენის პროცესში შუამავლის ფუნქცია იკისროს. უკრინაის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ ხანდოგის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას საქართველოსაგან ოფიციალური მიმართვა ამის შესახებ არ მიუღია, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები მოისურვებენ, უკრაინა მზად არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირებისათვის ყველა შესაძლო ზომას მიმართოს.

    ეკა ბასილაია
    06.10.2009

    აზერბაიჯანში ილხამ ალიევზე პაროდიული ვიდეოსიუჯეტის ინტერნეტში გავრცელების გამო ორი ბლოგერის - ემინ მილისა (აბდულაევი) და ადნან გაჯიზადეს - სასამართლო პროცესი გრძელდება. სხდომა 7 ოქტომბერს ისევ განახლდება.

    ია აბულაშვილი
    03.10.2009

    ბრიტანული გამოცემა "თაიმსი" აქვეყნებს სტატიას სათაურით: "ნატოსთან რუსეთის მიერთებით შეიძლება თავიდან ავიცილოთ ახალი ცივი ომი". სტატიაში ავტორი საუბრობს იმ დადებით მომენტებზე, რომელიც შეიძლება რუსეთის ნატოში გაწევრიანებამ მოიტანოს.

    ვასო კაპანაძე
    03.10.2009

    უკრაინა და რუმინეთი ურთიერთობებს უკვე ზედიზედ მეორედ საერთაშორისო სასამართლოში არკვევენ. მიმდინარე წლის თებერვალში გაეროს სასამართლომ სადავო კუნძული "ზმეინი" უკრაინას მიაკუთვნა, თუმცა იგი უკრაინის ეკონომიკური ზონის სრულყოფილ ნაწილად არ მიიჩნია. მალე საერთაშორისო არბიტრაჟი ორ სახელმწიფოს შორის კიდევ ერთ - მდინარე დუნაისთან დაკავშირებულ დავას განიხილავს. მორიგი დაპირისპირების უკან უკრაინისა და რუმინეთის ეკონომიკური ინტერესები დგას.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved