მაია აბაიაძე
07.02.2014

 სასტუმროში წყალი ან ყვითელია, ან საერთოდ არ მოდის, კარებს სახელურები არ აქვთ, ოთახებში კარნიზები გატეხილია და ფარდები ძირს ცვივა, კონდიციონერები და ლიფტები გაუმართავია, კანალიზაციის ჭები თავახდილია და სამშენებლო ნაგავი პირდაპირ ქუჩაში ყრია, სასტუმროს ნომრებში ყველგან რაღაც აკლია: ნათურები, სკამები, ტელევიზორი, "ვაი-ფაი" და ა.შ. - ასეთია ჟურნალისტთა და სპორტსმენთა ნაწილის შეფასება სოჭის ოლიმპიურ ქალაქში არსებულ სიტუაციაზე, თუმცა მეორე ნაწილი საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებენ, რომ ყველაფერი რიგზეა.

ია აბულაშვილი
27.01.2014

 პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზეა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა გავლენას იქონიებს ეს ვითარება ზოგადად რეგიონზე, პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების მოლოდინში მყოფ საქართველოზე? "მთელი კვირა" ქართველ პოლიტოლოგებს ესაუბრა.

ეკა ბასილაია
25.01.2014

 უკრაინული მაიდანი მხოლოდ პრეზიდენტ, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის სანაცვლოდ დაიშლება. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ვიტალი კლიჩკო, რომელიც ორი დღის წინათ მომიტინგეებმა უკრაინის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადეს, მხოლოდ იანუკოვიჩის გადადგომას აყენებს მაიდანის დაშლის მთავარ პირობად.

სალომე აბულაძე
24.01.2014

 "სოჭი გარშემორტყმულია მთიან-ტყიანი ზონებით, სადაც მცირე დივერსიული ჯგუფების განლაგებაა შესაძლებელი და საჭირო დროს და საჭირო მომენტში დივერსიული შეტევების განხორციელებაც", - ქართველი კავკასიოლოგები შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ბოლო დროს ისლამური დაჯგუფებების გააქტიურების ფონზე რუსეთმა ოლიმპიადაზე კონტროლი უნდა გააძლიეროს.

ვახტანგ შამუგია
26.12.2013

 ევრომაიდანზე 21 ნოემბერს დაწყებული გრანდიოზული საპროტესტო აქცია დღემდე გრძელდება. მომიტინგეები აცხადებენ, რომ შობა-ახალ წელს და თუ საჭირო იქნა, გაზაფხულსაც ევრომაიდანზე, კარვებში შეხვდებიან. მათ არც ყინვა აშინებთ და არც ქვეყნის ხელისუფლების მიერ მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფრთხე.

ეკა ბასილაია
18.12.2013

აზერბაიჯანში იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს, რომელმაც 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი ნეგატიურად შეაფასა და არჩევნებზე საკმაოდ ბევრი, სერიოზული კანონდარღვევა დააფიქსირა.

მაია აბაიაძე
13.12.2013

 უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ქვეყანაზე გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლაში ევროპა და რუსეთი სულ უფრო მეტად აქტიურდებიან. ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე მოახდენს გავლენას. ქართველი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროპა უკრაინას რუსეთს ჩამოაშორებს, ამან შესაძლოა რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლა გააძლიეროს.

მაია აბაიაძე
11.12.2013

 დღეს უკრაინული დელეგაცია ევროკავშირთან "ხელსაყრელ პირობებზე" სასაუბროდ ბრიუსელში გაემგზავრება, მთავრობა კი ოპოზიციასთან მრგვალი მაგიდის ირგვლივ შეხვედრას გამართავს.

მაია აბაიაძე
04.12.2013

 მართალია, პრემიერ აზაროვის კაბინეტი, რომელმაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება დაბლოკა, გუშინ უკრაინის პარლამენტში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა, მაგრამ ამან საპროტესტო აქციები არა თუ გაანელა, არამედ კიდევ უფრო გაამძაფრა.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
03.12.2013

 ბრიუსელიდან

"მოუსმინეთ მოქალაქეებს, ნუ სცემთ მათ"! - ამ სიტყვებით იწყება ევროპარლამენტის თავმჯდომარის მარტინ შულცის მიმართვა უკრაინის ხელისუფლებისადმი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×