რეზონანსი
30.10.2026

პენტაგონის მოწოდებამ ევროპელებისადმი, შეარბილონ რიტორიკა რუსეთთან, დასავლურ ალიანსში აზრთა სხვადასხვაობა გააღრმავა. რა დგას ვაშინგტონის ამ სვლის უკან, რატომ უკავშირდება ეს ახლო აღმოსავლეთში მოსალოდნელ ესკალაციას და ემუქრება თუ არა მსოფლიოს „იალტა-2"?

რეზონანსი
28.10.2026

სომხეთის პარლამენტმა ამერიკულ მხარესთან სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მხარი დაუჭირა. „ტრამპის გზის" პროექტმა, რომელიც რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

რეზონანსი
28.10.2026

უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოსალოდნელი სამმხრივი შეხვედრა აბუ-დაბიში საერთაშორისო დიპლომატიის მთავარ ინდიკატორად იქცა. მიუხედავად მხარეთა მზაობისა, კიევი პროცესს პრაგმატულად და ფრთხილი სკეპტიციზმით უყურებს.

რეზონანსი
26.10.2026

ევროპელი პარტნიორების მიერ უკვე დაფინანსებული შეიარაღება პენტაგონის დასტურს ელოდება. სანამ უკრაინა საჰაერო თავდაცვის რაკეტების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის, ვაშინგტონსა და კიევში დაყოვნების მიზეზებზე განსხვავებულ არგუმენტებს ასახელებენ.

რეზონანსი
26.10.2026

სერბეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სერბეთის გრძელვადიანი ლიდერის, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესული პარტია" დამარცხდა „სტუდენტურმა სიასთან".

რეზონანსი
24.10.2026

საფრანგეთი მასშტაბური საპროტესტო ტალღის, შეზღუდვებისა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. საქმეში 70 000 პოლიციელია ჩართული, ათასობით დემონსტრანტი დაკავებულია.

რეზონანსი
20.10.2026

საფრანგეთი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე ხვდება. მიმდინარე არეულობების ფონზე სულ უფრო იზრდება მემარჯვენე პოლიტიკოსების მხარდაჭერა. ბოლო გამოკითხვები ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ მემარჯვენე ფლანგზე ქვეყნის მთავარი პოლიტიკოსი, მარინ ლე პენი, ორივე ტურში დამაჯერებლად იმარჯვებს. ხაზგასასმელია, რომ ეს მოხდება ყველა საარჩევნო კონფიგურაციაში თუ, რა თქმა უნდა, მანამდე რაიმე ძირეული ცვლილება არ მოხდა.

თამთა ჩაჩანიძე
19.10.2026

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობების დათბობის ფონზე, სამმხრივი შეხვედრის გამართვის იდეა წამოაყენა, რომელშიც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინიც უნდა მონაწილეობდეს. შესაძლო შეხვედრის მიზნად უკრაინის ომის დასრულება სახელდება და დასავლური მედიის შეფასებით, კრემლი ცდილობს, შეთანხმებას მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით მიაღწიოს. მიმომხილველები იმასაც წერენ, რომ ეს შეხვედრა, თუკი ის შედგა, ფაქტიურად განასაზღვრავს მსოფლიოში გავლენის სფეროების ხელახალ გადანაწილებას.

ნატალია ჯვარიძე
18.10.2026

3 ნოემბერს აშშ-ში მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნები იმართება, სადაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ახალ შემადგენლობას ირჩევენ. ანალიტიკოსების პროგნოზით, თუ რესპუბლიკელები დამარცხდნენ და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკანონმდებლო ორგანოში რესპუბლიკელთა უმრავლესობას დაკარგავს, მისი პრეზიდენტობა პოლიტიკურ პარალიზებამდე მივა და საკანონმდებლო ბერკეტების ჩამოშორებით ტრამპი „კოჭლ იხვად" გადაიქცევა.

თამთა ჩაჩანიძე
15.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაძაბულობა ბოლო კვირაა მკვეთრად გამწვავდა. ზელენსკიმ ისიც კი განაცხადა, რომ უკრაინა ძლიერ პარტნიორს კარგავს. თავის მხრივ ტრამპმა უკრაინის ხელმძღვანელობა და პირადად ზელენსკი დაადანაშაულა იმაში, რომ ომის დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად საკმარის ძალისხმევას არ იჩენს.

ნატალია ჯვარიძე
13.10.2026

იმის ფონზე, რომ ბოლო დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე წნეხი გააძლიერა, რესპექტაბელურ მედიაში ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ახლა ამერიკამ უკრაინას რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამო სამხედრო დაზვერვის გაზიარება და იარაღის მიწოდების სისტემა შეუჩეროს, რასაც ომში კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია. სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას პროგნოზით, დახმარების შეწყვეტა უკრაინის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×