ნატალია ჯვარიძე
27.06.2025

სომხეთში ვითარება კიდევ უფრო რთულდება. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის რეზიდენციაში შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის დასაკავებლად მივიდნენ, სადაც მათ მრევლმა წინააღმდეგობა გაუწია და მთავარეპისკოპოსის დაკავების საშუალება არ მისცა.

თამთა ჩაჩანიძე
26.06.2025

ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ უკრაინამ და ევროპის საბჭომ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ტრიბუნალი გზას გაუხსნის გამოძიებების ჩატარებას სახელმწიფოს უმაღლესი პირების წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც წესი, პერსონალური იმუნიტეტით არიან დაცული, თუმცა განაჩენის გამოტანა მხოლოდ მათ მიერ თანამდებობების დაკარგვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ნატალია ჯვარიძე
26.06.2025

სომხეთში დაძაბულობა გრძელდება. ტერაქტების და სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 16 პირი. პრემიერ-მინისტრი სომხეთის პატრიარქის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ „თუ ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს".

ნატალია ჯვარიძე
25.06.2025

სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომლის უკანაც „კრიმინალურ ოლიგარქიული სასულიერო წრეები" იდგნენ. ერევანში ჩხრეკები და დაკავებები მიმდინარეობს. დაკავებულია არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც ორგანიზაცია „წმინდა ბრძოლას" ედგა სათავეში. გამოძიების ცნობით, სწორედ ის ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვას.

მარიამ ვეკუა
24.06.2025

ისრაელი-ირანის თითქმის ორკვირიანი შეიარაღებული დაპირისპირება დასრულებულია. ორივე მხარე გამარჯვებას ზეიმობს - თელ-ავივში მიიჩნევენ, რომ ოპერაცია „აღმავალი ლომის" ყველა დასახეული მიზანი მიღწეული, თეირანში კი აცხადებენ, რომ მათ აიძულეს ისრაელი შეეწვიტა დარტყმები ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე. ანალიტიკოსები კი იმაზე მსჯელობენ, თუ რამდენად მყარი და ხანგრძლივი იქნება ეს ზავი

ნატალია ჯვარიძე
23.06.2025

ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი საფუძველი და გამართლება არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს ირანელი ხალხის დასახმარებლად.

ნატალია ჯვარიძე
22.06.2025

22 ივნისის ღამეს აშშ ღიად ჩაერთო ისრაელი-ირანის ომში. ამერიკულმა ავიაციამ წერტილოვანი დარტყმები განახორციელა ირანის სამ საკვანძო ბირთვულ ობიექტზე, რომლის დროსაც გამოყენებული იყო მსოფლიოში ყველაზე მძლავრი არაბირთვული ბომბი. ირანის ხელისუფლება ბოლო დღეებში პრაქტიკულად ღიად აცხადებდა, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელებდა დარტყმებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, უახლოეს 48 საათში გამოჩნდება, თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები - დაიწყება ვითარების დეესკალაცია თუ პირიქით, უკიდურესი გამწვავება და მესამე მსოფლიო ომიც კი.

თამთა ჩაჩანიძე
21.06.2025

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურს, რომ უკრაინამ ე.წ. ახალი რეალობა და შესაბამისად, უკრანის ოთხი ოლქი რუსეთის ნაწილად აღიაროს. გარდა ამისა, პუტინი აცხადებს, რომ ყველა ის ტერიტორია, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დაადგამს, რუსეთის ნაწილია. რაზე და ვისზეა გათვლილი პუტინის ეს განცხადება და რამდენად ეხება ის საქართველოს?

მარიამ ვეკუა
20.06.2025

თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ხუთშაბათს ირანის სულიერი ლიდერის მკვლელობის ყველაზე მკაცრი მუქარა გამოთქვა და განაცხადა, რომ აიათოლა ალი ხამენეი „ვერ გააგრძელებს არსებობას". დასავლელი ექსპერტები ამბობენ, რომ ხამენეის ლიკვიდაციამ ახლო ღმოსავლეთში შეიძლება ახალი კრიზისის კერა გააჩინოს, რომელმაც, არ არეის გამორიცხული, გლობალური სახე მიიღოს.

მარიამ ვეკუა
19.06.2025

ეს კონფლიქტი ირანის საზღვრებს შეიძლება გასცდეს და გადაიზარდოს დიდ კატასტროფაში" - განაცხადა თბილისში ირანის ელჩმა მაჰმუდ ადიბიმ, რომელიც სიონისტურ რეჟიმს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს და საქართველოს საზოგადოებას მოუწოდებს, იცოდეს ირანის პოზიცია რეგიონში დაწყებულ ომზე.

მარიამ ვეკუა
19.06.2025

აშშ-ის ჩარევის შემთხვევაში, ირანი „აგრესორებისთვის ჭკუის სწავლებას" აანონსებს, ისრაელი კი აიათოლა ხამენეის ლიკვიდაციაზე ღიად საუბრობს - ექსპერტები ახლო აღმოსავლეთს „დენთის კასრს" უწოდებენ, რომლის აალებაც ერთ არასწორ ნაბიჯს შეუძლია. რა მოხდება, თუ აშშ ომში ღიად ჩაება და როგორ შეიცვლება საბრძოლო პოზიციები - ეს კვლავ საკვანძო კითხვად რჩება.

 

 

ნატალია ჯვარიძე
19.06.2025

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მზად არის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, მაგრამ, საკითხავია, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს, რადგან უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×