რეზონანსი
08.07.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საუკეთესო დღეა მივლინებაში წასვლისა და მოლაპარაკების დაწყებისთვის. სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელშიც სასურველია, რომ არ ჩაერთოთ. ეცადეთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი დრო დაუთმოთ და მავნე ჩვევები შეამციროთ.

კურო

პლანეტების განლაგება დაწყებული საქმის მიმდინარეობას ხელს უშლის, თუმცა ყველა საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ, თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. სამსახურში უფროსთან და კოლეგებთან რთული საუბარი გელით, რაც საბოლოოდ თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

ტყუპები

ამ დღეს უმჯობესია, მოდუნდეთ და დაისვენოთ, რადგან თქვენი აქტიურობა შედეგს არ გამოიღებს. მშვიდობის დამყარების დროა - დაურეკეთ და შეურიგდით ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობა გაწყვეტილი გაქვთ. ამ დღეს დაგეგმილი საქმეები წარმატებით დასრულდება.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის და სადავო საკითხების მოგვარებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება კარიერულ წინსვლაში ხელი შეგიშალოთ. სხვა დროისთვის გადადეთ ფინანსური პრობლემების მოგვარება და თავი შეიკავეთ საბუთებზე ხელის მოწერისგან.

ლომი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ნუ დაკარგავთ თავდაჯერების გრძნობას. რთული პროექტის გამო სამუშაო ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს. ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ქალწული

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ პრობლემები არ შეგიქმნათ. ფინანსური სირთულეები ხანმოკლე იქნება. ეცადეთ, საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი

შესაძლოა, დახმარების თხოვნაზე სახელმწიფო უწყებიდან უარი მიიღოთ. გირჩევთ, საღამოს სილამაზის სალონში ვიზიტი და სტილის შეცვლა დაგეგმოთ. სასურველია, რომ საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ. კარგად მიმოიხედეთ, იქნებ რომელიღაც ახლობელს თქვენი დახმარება სჭირდება?

მორიელი

ძალიან აქტიური და ნაყოფიერი დღეა. მოულოდნელი შეთავაზება ან დიდი ხნის საქმიან პარტნიორთან შეხვედრა გელით. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის - გამოცდილი ექსპერტის რჩევა მნიშვნელოვანი საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს უფროსებთან რთული საუბარი გელით, ამიტომ ეცადეთ, წონასწორობისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარში პლანეტების კეთილგანწყობას დაიმსახურებთ და საქმეები უკეთესად წაგივათ.

თხის რქა

ინტუიციისა და გამოცდილების წყალობით, ამ დღეს ფულის სწორად მართვას და განაწილებას შეძლებთ. ბევრი გადაუდებელი საქმის კეთება მოგიწევთ, თუმცა საეჭვოა, ამისგან რამე სარგებელი მიიღოთ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ეცადეთ, საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.

მერწყული

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან მოთმინებასა და გამძლეობას მოითხოვს. ინტუიცია დაგეხმარებათ, გაიგოთ როგორ მოარგოთ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან. თქვენი ტყუილია ადრე თუ გვიან გაცხადდება, ამიტომ ახლობლებთან ურთიერთობაში გულწრფელი უნდა იყოთ.

თევზები

ამ დღეს ბევრი სიახლე და ცვლილება გელით. მთავარი ამოცანა შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროულად გადახდა იქნება. გირჩევთ ცოტა ხნით მუშაობა დაივიწყოთ და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის დრო გამონახოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×