რეზონანსი
12.07.2022

22 წლის მორაგბემ, საბა გაბუნიამ ცეცხსასროლი იარაღით თავი მოიკლა. სამწუხარო ინფორმაცია "ფეისბუქ-გვერდმა" "ეწერფერდმა" გაავრცელა, რომელმაც გამწარებული დედის მიმართვა გამოაქვეყნა:

"სალომე გვენეტაძე და მისი უფლებების დამცველო ლედი ტუკვაძე!!!! დატკბით !!! 22 წლის საბუნიას უფლის სამეფოში ვაცილებთ

პ.ს. თქვენით გაუბედურებული და განადგურებული დედა მკვლელო, ალქაჯო, ალქიმიკოსო, შვილი დამიღუპე, შენმა მაგიამ თავში ტყვია დაახლევინა. შენ, მკვლელმა რა ორგანიზაცია უნდა მართო, შენი უფლების დასაცავად, მკვლელობების გასასამართლებლად რა ორგანიზაცია გიშველის. 7 კაცი გყავს თვითმკვლელობამდე მიყვანილი. ჩემმა საბამ ვერ გაუძლო შენს ალქიმიას. პატარა, 22 წლის ჩემმა შვილმა თავი მოიკლა შენი მაგიით. ერთადერთი შვილის დაღუპული და გაუბედურებული დედა ლალი მინდელი", - წერს საბას დედა სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×