რეზონანსი
12.07.2022

ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში შემდეგ მიმართვას აქვეყნებს:

"კვირაზე მეტია თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელში დაწყებულ უმძიმეს დაპირისპირებას!

ერთის მხრივ, შვილმკვდარი დედა ლალი მინდელი, და მეორეს მხრივ ჩემი დიდი ხნის მეგობარი ლედი ტუკვაძე, ადვოკატი, რომელსაც აიგივებენ მის კლიენტთან, და ახლა უკვე შვილის და შვილიშვილის სიცოცხლით ემუქრებიან!

სამწუხაროდ, მრავლადაა მოსეირე და წამქეზებელ ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელიც ამ უმძიმესი ტრაგედიის დროს ცეცხლზე ნავთს ასხამს და კიდევ უფრო ამწვავებს დაპირისპირებას!

გადაეცით ქ-ნ ლალის ჩემი უდიდესი თანადგომა უმძიმესი და არაადამიანური ტრაგედიის ჟამს, სულით და გულით ვუთანაგრძნობ მას როგორც დედა და როგორც ჟურნალისტი!

მზად ვარ, ნებისმიერ დროს ჩავიდე ქუთაისში, შევხვდე მას, მოვისმინო მისი ყველა პრეტენზია, არგუმენტი, და ერთად ვიპოვოთ შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავალი.

სამი წლის ბავშვს რომ ემუქრებიან, იმ ე.წ. კაცებსაც იგივეს ვთავაზობ - მე შემხვდით!", - წერს კილაძე.

თავის მხრივ ადვოკატმა ლედი ტუკვაძემაც გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ადასტურებს მისი შვილიშვილის ირგვლიც წარმოქმნილ საფრთხეს:

,,ჩემი სამი წლის შვილიშვილის, საბა შაშიაშვილის სახალისო ისტორიებს და გამონათქვამებს იცნობთ ყველა! მის გამონათქვამებს დედაზე, ცაზე, მზეზე და ა.შ. ვწერთ და ვხალისობთ!

მთელი ღამის განმალობაში ჩემი სამი წლის შვილიშვილი იყო თავდასხმის ობიექტი! ჩემი საბას სახალისო გამონათქვამი ,,ქალბატონო დედა” გააზიარა ქალმა, რომელსაც მოჰყვა წყევლა და სპორტსმენებიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა! სამი წლის შვილიშვილზე, ხალხო! ეს არის მხოლოდ ჩემი ბრალი, რომ ჩემი ადამიანობიდან გამომდინარე, არ გავაკეთე განმარტება, განცხადება. ვფიქრობდი, მოეგება გონს, შვილმკვდარი დედაა, ველოდე ამ  ყველაფერს ჩემი ჯამრთელობის ხარჯზე! არ გავეცი პასუხი ამ ქალს იმ ყოველდღიური სისხლის სამართლის დანაშაულის გამო, მიუტევებელ რელიგიურ ცოდვაზე, ცილისწამებაზე, რომელსაც ის, როგორც ჩემზე, როგორც სალომე გვენეტაძის ყოფილ ადვოკატზე ახორციელებდა!

შეუკვეთო ადვოკატის შვილის მკვლელობა, დაჰპირდე დიდ ფულს იმ დროს, როცა სტატისტიკა შეკვეთილი მკვლელობების არის უზარმაზარი, დათესო ხალხში განცდა, რომ ჩვენ თითქოს დამნაშავეები ვართ, ,,გააპრავო” მომავალი დაგეგმილი დამაშაული, გამოიყენო ჩემი სამი წლის შვილიშვილის ცხოვრების სახალისო სტატუსები, შეიყვანო მთვრალი კუნთმაგარი სპორტსმენები შეცდომაში,  დააორგანიზო უმძიმესი დანაშაული, ეს არის მარაზმი, ეს დანაშაულზე მეტია! ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ვინ აკეთებს ამ ყველაფრის ორგანიზებას?

მოგმართავთ ყველას! მე არასოდეს მითხოვია თქვენი, საზოგადოების დახმარება! ახლა გთხოვთ ამას თქვენ და ჩემს ქვეყანას, თუ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გქვია შენ! დროზეეეე გამოიძიეთ და მიეცით ამ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება, სანამ ჩემი პროფესიული საქმიანობის გამო ჩემი შვილიშვილების და საუკეთესო შვილის, ყველაზე წესიერი გოგოს სიცოცხლე საფრთხეშია! დასქრინულია ყველა პირადი და საჯარო მიმოწერა!..

შეშინებული არასოდეს ვყოფილვარ, როცა ჩემი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე ვიცავდი თქვენი ოჯახების კეთილდღეობას! ჩემი პროფესიის გამო უნდა ამომიხოცოთ ოჯახი? ახლა გამოჩნდება ჩემიანები ვინ ხართ და ვინც ხართ ჩემი მტრები!.. სირცხვილი თქვენ! როცა გამოძიებით დადგინდება, ვის გქონდათ კავშირები, მიმოწერები, სქრინებს ვინც უგდებდით ჩემი გვერდიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალს… მას კიდევ მივუტევებ და თქვენ ამისთვის ყველას დაგსჯით!” – დაწერა ლედი ტუკვაძემ.

ყველაფერს კი წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 22 წლის მორაგბემ, საბა გაბუნიამ ცეცხსასროლი იარაღით თავი მოიკლა. დედამისი ლალი მინდელი კი ამაში ადვოკატ ლალი ტუკვაძეს ადანაშაულებდა:

"სალომე გვენეტაძე და მისი უფლებების დამცველო ლედი ტუკვაძე!!!! დატკბით!!! 22 წლის საბუნიას უფლის სამეფოში ვაცილებთ", - დაწერა ლალი მინდელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×