რეზონანსი
12.07.2022

„საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი, დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში წერს, რომ პოეტ დავით მაღრაძეს სოციალურ ქსელში „ფეიკი“ ლექსი გაუვრცელეს.

„ნაცებმა რაღაც ახალი ჟანრი გამოიგონეს, წერენ ცრუ ტექსტებს და ისე დებენ, რომ თითქოსდა მაგალითად, დათო მაღრაძის დაწერილია. მე ცხადია არც კი გავაზიარებ ამ სამარცხვინო ნაჯღაბნს და არ შევუწყობ ხელს სიცრუის გავრცელებას. ამ გულის ამრევი უბადრუკი მცდელობით ცხადია, ფიქრობენ, რომ შეურაცხყოფას მიაყენებენ დათო მაღრაძეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ვერაფერს დააკლებენ და მხოლოდ ნაცების სახე გამოჩნდება კიდევ ერთხელ! აქამდე ხომ მერეოდა გული თქვენზე, ახლა ორმაგათ და ათმაგათ მერევა გული თქვენზე თქვე საცოდავებო! ეს არის ხალხის შეურაცხყოფა, რომ გინდა მოატყუო და სიცრუით შეურაცხყო ადამიანი. არ მიკვირს ცხადია ამ მაიმუნებისგან ეს საქციელი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გული მერევა თქვენზე“, - წერს დაჩი ცაგურია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×