რეზონანსი
13.07.2022

სოციალური ქსელის მომხმარებელი ოთო დარბაისელი ფეისბუკზე წერს, რომ წალკის მუნიციპალიტეტში გახსნილ შუშის ხიდზე იმ მიზეზით არ შეუშვეს, რადგან ის ეტლით გადაადგილდებოდა, რომელსაც რეზინის ბორბლები ჰქონდა. 

ადმინისტრაციის განცხადებით, ეტლი სერიოზულად აზიანებს მინას, „ესეც ჩვენი დაშბაშის კანიონი, უკან ფონს რომ მილამაზებს. არის 120 მილიონიანი შუშის ხიდი, რომელიც ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა, თურმე, რომ შეიძლება მე და ჩემ ეტლს ვერ გაგვიძლოს, არა კი მოვიმატე წონაში მაგრამ ასე ძალიანაც არა. მგონი რომ ხიდებმა ვერ გამიძლოს. თურმე, რეზინის ბორბლები აზიანებს მინას, არ შემიშვეს. წესით, როცა საერთაშორისო პროექტით კეთდება, უნდა ყველა ვიზიტორზე უნდა იყოს გათვლილი. ეს ფოტო არის გადაღებული  ის ბარიდან, სადაც რომ შევედი გამიხარდა ელექტრო ლიფტი დამხვდა, მაგრამ სამწუხაროდ მალევე გამიცრუვდა იმედები. არ მუშაობდა მიმტანს რომ ვკითხე რატომ არ მუშაობს -მეთქი დამონტაჟების დროს გაფუჭდაო. მერე მენეჯერმა მაგით მომიმადლიერა, რომ 5 ბიჭის კუნთების იმედად ჩამიყვანეს და ამომიყვანეს თან ბედნიერმა - ჩვენ ყველას ასე ვემსახურებითო. ვერ მივხვდი, ყველა ასე ხელში აყვანილი დაჰყავდათ თუ რას ნიშნავდა ეგ ვერ მიხვდი, სამწუხაროდ, შშმ პირების საჭიროებები არის გათვალისწინებული, მაგრამ გამოსადეგი არა შშმ პირისთვის ამხელა თანხები და წვალება წყალში იყრება“, - წერს ოთო დარბაისელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×