რეზონანსი
17.07.2022

მსა­ხი­ობ­მა ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ გა­და­ცე­მა­ში "ბა­ი­ას­თან" პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის საყ­ვა­რელ სე­რი­ალ­ზე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­სა" და თა­ვის გმირ­ზე, კა­ტო­ზე ისა­უბ­რა.

მის თქმით, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რაც უფრო მეტი დათ­მო, უფრო მეტი შეც­დო­მა და­უშ­ვა:

"რაც უფრო მეტი დავ­თმე, თუნ­დაც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, მით მეტი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი. ადა­მი­ან­მა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ქალ­მა, როცა იცის რომ მარ­თა­ლია, პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავ­თან და მერე სხვა ადა­მი­ან­თან, არ უნდა წა­ვი­დეს დათ­მო­ბა­ზე, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცა სხვას ასი­ა­მოვ­ნოს ამით. თით­ქოს მე ყვე­ლა­ფერს სწო­რად ვა­კე­თებ, მაგ­რამ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი ისე არ არის, რო­გორც შენ გინ­და", - ამ­ბობს ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, მის­მა გმირ­მა ჩცდ-ში, კა­ტომ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი­დან, ბოლო მე-18 სე­ზო­ნამ­დე დიდი ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და:

"ძა­ლი­ან მომ­წონს ის, თუ რო­გორ წა­იყ­ვა­ნა სცე­ნა­რის­ტმა კა­ტოს სახე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არას­წორ­მა მა­მა­კაც­მა და არას­წორ­მა პარტნი­ორ­მა, ასე­თი სი­ცო­ცხლით სავ­სე, სი­ცო­ცხლის­მოყ­ვა­რე, ლაღი და მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვა­ლოს, და­აკ­ნი­ნოს, და­აჩ­მო­როს, იძუ­ლე­ბით და­ამ­დაბ­ლე­ბი­ნოს თავი იმის ში­შით რომ ეს ქალი სა­ბო­ლო­ოდ მარ­ტო არ დარ­ჩეს.

რო­დე­საც ეს შიში აღარ იქ­ნე­ბა ქა­ლებ­ში - ბოლო შან­სი ხომ არ არის და მარ­ტო ხომ არ დვარ­ჩე­ბი, ამის შემ­დეგ, ეს პრობ­ლე­მაც მო­იხ­სნე­ბა.

ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თუ არ არის ჰარ­მო­ნია, მა­შინ რა აზრი აქვს ამ ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას?! ვინც უნდა იყოს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა პერ­სო­ნა­ჟი იქ­ნე­ბა, თუ რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა ში­ნა­გა­ნად უნდა მიხ­ვდეს, მე არას­წორ ადა­მი­ან­თან ვარ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და სჯობს, გავ­ჩერ­დე, იმი­ტომ რომ მერე ამას მიჰ­ყავს ადა­მი­ა­ნე­ბი ზუს­ტად იმ შე­დე­გე­ბამ­დე, რა შე­დე­გამ­დეც მი­ვი­და კატო. ბო­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნი გახ­და.

ძა­ლა­დო­ბის სცე­ნის შემ­დეგ მომ­წე­რა რამ­დე­ნი­მე ქალ­მა, რო­მელ­მაც თავი და­აღ­წია მო­ძა­ლა­დე მა­მა­კაცს. პირ­და­პირ კარი გა­ვა­ღე და გა­ვუ­ძა­ხე სახ­ლი­და­ნო - მე ტაში და­ვუ­კა­რი და ვუ­თხა­რი, ყო­ჩაღ, მე ვი­სურ­ვებ­დი ბევრ ქალს მო­ე­ბა­ძა თქვენ­თის-თქო", - ამ­ბობს გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×