რეზონანსი
23.07.2022

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი მომღერალ მეგი გოგიტიძის გარშემო მიმდინარე სკანდალს ეხმაურება.

„რაც ჩვენ არ ვიცით იმდენი ქართველია რუსეთში ვერც დავითვლით და რატომ ატყდა მეგი გოგიტიძეზე ეს ამბავი? ისეთი საამაყო ქართველი მუსიკოსია, რომ დაგენანათ რუსეთისთვის? მე მაგალითად მის გამოსვლებს მუსიკად ვერც აღვიქვამ და შესაბამისად არც მაინტერესებს სად გამოვა და სად იშოვის ფულს!

სიმართლე ისაა, რომ ჩვენ გვიყვარს ლინჩის წესი და არ აქვს მნიშვნელობა, ვის დავუშენთ. ზოგი არ ღირს, დამიჯერეთ.

PS: აი მაგალითად ბექა გოჩიაშვილმა რომ დაუკრას მოსკოვში, სული ამეწვება, კი ბატონო",- წერს მაია კაჭკაჭიშვილი.

ცნობისთვის, მეგი გო­გი­ტი­ძე 6 აგ­ვის­ტოს მოსკოვში კონ­ცერტს გა­მარ­თავს, რასაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა, მომ­ღერ­ლის მიერ მტრულ ქვე­ყა­ნა­ში გა­მოს­ვლას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ღა­ლა­ტად მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა გო­გი­ტი­ძე კრი­ტი­კო­სებს აქეთ ამუ­ნა­თებს გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვებ­ში.

აქვე შეგახსენებთ, რომ მომღერლის გადაწყვეტილების გამო, ბათუმში, კლუბმა „Sector 26-მა" 24 ივლისს დაგეგმილი, მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×