რეზონანსი
03.08.2022

შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერსს და გარდაეცვალა.

,,ნინო, ჩემი და. ის ჩემზე ათი წლით იყო უფროსი და ჩემზე მშობიარობაში ბებიაქალს ეხმარებოდა. შემდგომ კაბის კალთაზე ვიყავი გამოკერებული. ბავშვობის საუკეთესო მოგონებები მასთანაა ასოცირებული. მევალებოდა მეკონტროლებინა, რათა არავინ შეჰყვარებოდა. თუ ნაყინს მიყიდდა აღარ ვეუბნებოდი სახლში მის მორიგ რომელიმე თაყვანისმცემელზე არაფერს.

დღეს შეწყდა მისი გულისცემა. განგებამ ისე ინება, რომ ამ ქვეყნად მოსვლისას ის დამხვდა პირველი, ხოლო იმ ქვეყანაში მე ვაცილებ. უფალმა კარგად და ბედნიერად უმყოფოს ყველას დედ-მამის შვილები. წინასწარ უდიდეს მადლობას გიხდით ყველას თანაგრძნობისათვის", - წერს შალვა ნათელაშვილი და ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×