რეზონანსი
03.08.2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ე.წ. ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ბოლო კვლევამ აჩვენა რომ ხანგრძლივი კოვიდის დროს თმის ცვენა და სექსუალური დისფუნქცია უფრო ფართო სიმპტომებს შორისაა.

ამაზე გიორგი ფხაკაძე საუბრობდა უკვე წელიწადზე მეტი და ზოგიერთი ბრძენი, ხუმრობის/დაცინვის საგნათ გადააქციეს ჩემი გაფრთხილება.

იცინის ის, ვინც იცინის ბოლოს.

SARS-CoV-2-ის დაინფიცირების შემდეგ, ადამიანების დაახლოებით 10%-ს უვითარდება ხანგრძლივი კოვიდი, ან მუდმივი და მორეციდივე სიმპტომები დაინფიცირებიდან 4-12 კვირის შემდეგ. ეს სიმპტომები, როგორც წესი, გრძელდება მინიმუმ ორი თვის განმავლობაში და არ შეიძლება აიხსნას ალტერნატიული დიაგნოზით.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს რომ 62 სიმპტომი დაკავშირებულია SARS-CoV-2 ინფექციის ისტორიასთან. ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:

* ანოსმია (სუნის დაკარგვა)

* თმის ცვენა

* ცემინება

* ეაკულაციის სირთულე

* შემცირებული ლიბიდო

* ქოშინი მოსვენების დროს

* დაღლილობა

* გულმკერდის პლევრიტული ტკივილი

* უხეში ხმა

* ცხელება

მკვლევარებმა შემდგომში შეძლეს ამ სიმპტომების დაჯგუფება სამ ძირითად ჯგუფად:

* სიმპტომების ფართო სპექტრი, მათ შორის ტკივილი, დაღლილობა და გამონაყარი - 80%

* რესპირატორული სიმპტომები, მათ შორის ხველა, ქოშინი და ნახველი - 5,8%

* ფსიქიკური ჯანმრთელობა და კოგნიტური სიმპტომები, მათ შორის შფოთვა, დეპრესია, უძილობა და ტვინის ნისლი - 14.2%

ხანგრძლივი კოვიდი სიმპტომები მეორე ტალღის დროს უფრო გამოხატული იყო, ვიდრე პირველ ტალღაზე.

ჯანმრთელობას გისურვებთ..." - წერს ფხაკაძე.

tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×