რეზონანსი
13.08.2022

Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას შესახებ წიგნი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია და წიგნის ონლაინ ვერსია feedc.com-ზე ვრცელდება.

როგორც წინასიტყვაობაშია აღნიშნული, ნიკომ თავისი პირველი წიგნი, რომელიც მცირე ტირაჟით გამოიცა, 2014 წელს გამოსცა.

წიგნის „მომავლის ბიჭი" გამოცემა კი, სწორედ აღნიშნული პროექტის გაგრძელებაა.

„ნიკოზე კიდევ არაერთი წიგნი დაიბეჭდება, ბევრი დაიწერება, ბევრს გაიხსენებენ, ბევრისთვის იქნება შთაგონება და მაგალითი, რადგან მან დროს აჯობა და თავისი ცხოვრებით ასმაგად მეტი სიცოცხლე ჩაატია 22 წელში. ნიკომ ნამდვილად შეძლო, მისი ყოველი დღე ზუსტად ვისეთი სავსე ყოფილიყო, როგორიც მაჰათმა განდის ცნობილ გამონათქვამშია... ის დარჩება მუდმივად მანათობელ მზედ, რომელიც 1999 წლის 12 აგვისტოს, სრული დაბნელების მერე აკაშკასდა... ", - წერია წიგნის წინასიტყვაობაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×