რეზონანსი
20.08.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

აქტიური, საინტერესო მოვლენებით სავსე დღეა. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ყველანაირ წყენას და გაუგებრობას გააქრობს. სავარაუდოდ, ინტელექტუალური სფეროს თანამშრომლები მოგებიან კონტრაქტებს გააფორმებენ.

კურო

თუ სამოქმედო გეგმას დილიდან შეადგენთ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. თუ შესაძლებელია, მეზობლებთან დიდი ხნის წინ დაწყებული დავა დაასრულეთ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ტყუპები

ინტუიციისა და გამოცდილების წყალობით, ფულის სწორად მართვას და განაწილებას შეძლებთ. ეცადეთ, საკუთარი მიზნები და ამოცანები ნათლად და ყველასთვის გასაგებად გამოხატოთ. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, განსაკუთრებით ცხარე და მარილიან კერძებს უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, ნაყოფს გამოიღებს. ეცადეთ თქვენი დაუფიქრებელი სიტყვით ოჯახში კონფლიქტი არ გამოიწვიოთ. თუ გსურთ მშვიდობა შეინარჩუნოთ, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით.

ლომი

მზად იყავით ცვლილებისთვის. არ იდარდოთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. შრომით ფრონტზე მიღწეული წარმატების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება. ამასთან უცხოეთიდან ფინანსური დახმარება გელით.

ქალწული

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში იშვიათი წარმატება გელით. თუ გსურთ, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ, საკუთარი თავიდან დაიწყეთ. შესაძლოა, მალე მიიღოთ მოგება საქმიდან, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ.

სასწორი

დილას სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, ამიტომ უბრალოდ მოდუნდით და დაისვენეთ.

მორიელი

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ თუ შესაძლებელია, სახლიდან არ გახვიდეთ. შესაძლოა, სამსახურში სამართლებრივი საკითხების მოგვარება ან სასამართლოში წასვლა მოგიწიოთ. ყველა დავალებას ბრწყინვალდ გაუმკლავდებით, მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი მშვილდოსნებისთვის. სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. მიმდინარე საქმეები ადვილი, მაგრამ ძალიან მოგებიანი იქნება. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს დაგეგმილ საქმეებს წარმატებით დაასრულებთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყებისთვის - ამ დღეს წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ. პლანეტების განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და არ აჩქარდეთ. ამ შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. კრიტიკული შენიშვნა გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

მერწყული

გირჩევთ, ცოტა ხნით ყველა საქმე დაივიწყოთ და საკუთარი თავი მთლიანად საყვარელ ადამიანს დაუთმოთ. გამონახეთ დრო რომანტიკული ვახშმისთვის და ეს დღე არასოდეს დაგავიწყდებათ. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება. მოსალოდნელია ფინანსური დახმარება უცხოეთიდან.

თევზები

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. თავი შეიკავეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან, რაც, გაღიზიანებისა და წყენის გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×