გუშინ, ქარელის რაიონ სოფელ ავლევში ქმარმა 30 წლამდე ქალი გაგუდა. გარდაცვლილი ქალი, თინიკო ჩოჩნიძეა ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაყადან. რაც შეეხება მკვლელობის ადგილს, ავლევს, როგორც სასტიკად მოკლული ქალის მეგობარმა ambebi.ge -ს განუცხადა, ცოლ-ქმარი ავლევში მაყვლის საკრეფად იყო წასული. მანვე აღნიშნა, რომ ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის სტუდენტობის მეგობარი, გიორგი ჩუბინიძე სოციალურ ქსელში თინიკო ჩოჩნიძის შესახებ წერს.
"როგორც მედიამ გაავრცელა, ქმარმა გაგუდა. ერთგან ისიც ითქვა ქალს სახლი არ ჰქონდა და მინდვრებში ცხოვრობდნენო (არ ვიცი საიდან მოიტანეს). მერე ამას პოლიტიკური კბილიც გაკრეს და იჭვნეულად იკითხეს - როგორ მოხვდნენ სოფელ ავლევში, იქ შესვლა ხომ შეზღუდული უნდა ყოფილიყოო (თითქოს ეს ამ გოგოს რამეს უშველიდა). ერთგან ითქვა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდათ და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდნენო (თითქოს მკვლელობას ეს ამართლებდეს). ჰო, ზოგიერთ მედიას არც ჭირისუფალი მამის კომენტარი გამორჩა...
მოკლედ, ეს გოგო არც უსახლკარო იყო, არც შეშლილი და არც ვინმე გზააბნეული ავლევის გზაზე მიმავალთაგანი. ჩემი უნივერსიტეტელი იყო, ის - ფილოლოგი, მე - ისტორიკოსი, ინგლისურის ჯგუფი კი ორივეს გვაერთიანებდა. სტუდენტობა მატარებელში გავლიეთ პარასკევობით... ერთი გზა გვქონდა ხოლმე... სოფელ ვაყაში ცხოვრობდა... მერე წლები გავიდა, მასწავლებლის მოსამზადებელი კურსი დაუმთავრებია... დიდი ხანია კონტაქტი არ გვქონია...
რა უცნაური ბედი ჰქონია. მერე გავიგე, რომ რაღაც შეემთხვა, რამაც ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩინა... იქნებ საზოგადოება რომ ასეთი ჩაკეტილი და ინდეფერენტული არ ყოფილიყო, ამ გოგოს რამე შველოდა... უკეთესი გზაც ჰქონოდა, სამსახურიც ეშოვა თავისი პროფესიით და ეცხოვრა იმ თავის სოფელში ბედნიერად...
არ ვიცი, ვერ ვიტყვი ვისი და რისი ბრალია, მაგრამ ეს გოგო ასეთ ამქვეყნიურ დასასრულს არ იმსახურებდა. მშვიდად განისვენე, სტუდენტობის მეგობარო!" - წერს გიორგი ჩუბინიძე "ფეისბუქში".
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე