რეზონანსი
28.08.2022

პლატფორმა "ფიდსის" დამფუძნებლის, თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელაის დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში შვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს.

"მტრედი ასოციაციაა სულიწმინდისა, რომელიც განმწმენდელია სწორედ ადამიანის გონებისა და ეს ღვთივსულიერი გონება, განწმენდილი და ფრთაშესხმული, სწორედ მტრედს ედრება, როდესაც მიისწრაფვის თავისი საზეო წყაროსაკენ. ამიტომაც ფიგურირებს ეს ფრინველი ქრისტიანულ სახისმეტყველების ღვთისმეტყველებაში სულიწმინდის სიმბოლოდ.

სრულიად შემთხვევით გუშინ აღმოვაჩინე რომ ეს ფოტო შარშან მარიამობასაა გადაღებული და ზვიად გამსახურდიას ეს სიტყვები გამახსენდა, მტრედზე მიგვითითა ჩვენმა ბიჭმა და გაფრინდა. მას მერე დავსდევთ და ჩვენს ფირზე არაერთი ქვეყნის მტრედია აღბეჭდილი, ისინიც სიამოვნებით პოზირებენ კამერის წინ….

სოციალურ სივრცეში აქტიურობა ნამდვილად არ ყოფილა ჩემი სურვილი, მაგრამ სხვა გზა არ დატოვა ბოროტმა, ღვთისმშობლის მადლი გვიან შემოდგომამდე მაინც გაჰყოლოდა ღვთის მგმობელებს", - წერს იზა ომაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×