რეზონანსი
30.08.2022

გარდაცვლილი მსახიობის, ნიკა ქაცარიძის მეუღლე, ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილს იუბილეს ულოცავს.

"დღეს დაიბადა დედას ვარსკვლავი, ოქროს ბიჭუნა და დედას იმედი, ეს ის დღეა როცა ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ პატარა კაცის დაბადებით. დედას მზის სხივი ცხოვრებას რომ მილამაზებს.

რამოდენიმე დღის წინ მეკითხება-,,დედა სხვა ბავშვებს რომ აქვთ დაბადების დღე და მივდივართ გასართობ ცენტრში მე არ მაქვს დაბადების დღე? ,,და აი დადგა ეს ბედნიერი დღე. მისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ბედნიერი ბავშვობა და მომავალი რომ ჰქონდეს. მინდა ისეთი კაცური კაცი გავზარდო როგორიც მის მამიკოს უნდოდა. ბედნიერი და ჯანმრთელი იყავი ლაზარე. უსაზღვროდ უყვარხარ დედას. რა ბედნიერებაა შენ რომ მყავხარ!", - წერს ნინო ბერიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×