რეზონანსი
30.08.2022

მომღერალ ნინო ჩხეიძის შვილი, მარიამ კოროხაშვილი სტუდენტი გახდა. მარიამი Webster-ის უნივერსიტეტში, მედია მართვის განხრით ისწავლის. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

„ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. მარიამი სტუდენტი გახდა და სიმართლე გითხრათ, ხანდახან არ მჯერა, რომ უკვე ამხელაა. ემზადებოდა სხვადასხვა საგნებში, თუმცა სასწავლებელი და ფაკულტეტი თავად აირჩია.

მარიამი ამერიკული უნივერსიტეტის Webster -ის სტუდენტი გახდა, მედია მართვის პროფესიას დაეუფლება. ძალიან მიხარია, რომ ამ უნივერსიტეტის ფილიალი წელს საქართველოში გაიხსნა და მარიამი პირველ სემეტრს აქ ისწავლის. შემდეგი სემესტრიდან უნდა ამერიკაში განაგრძოს სწავლა.

არ უყვარს მასზე, რომ ვსაუბრობ ხოლმე თუმცა გამოგიტყდებით, რომ მარიამი კარგად წერს და ეს საქმე კარგად გამოუვა. ხატავს არაჩვეულებრივად. ერთი პერიოდი სამხატვრო აკადემიაშიც უნდოდა ჩაბარება თუმცა, საბოლოოდ მედია მართვა არჩია", - ამბობს ჩხეიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×