რეზონანსი
23.09.2022

თით­ქმის ერთი წე­ლია რაც მსა­ხი­ო­ბი თაკო ტა­ბა­ტა­ძე ინ­ტერ­ნეტ­ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლია. ყვე­ლა­ფე­რი კი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ხმა­მაღ­ლა თქვა, რომ მე­უღ­ლეს და­შორ­და. ამ დღის შემ­დეგ ოთხი შვი­ლის დე­დის მი­მართ მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ზღვა წა­მო­ვი­და. ქალს პო­პუ­ლა­რულ ქმარ­თან და­შო­რე­ბა არ აპა­ტი­ეს.

"შენი სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბა რომ მქონ­დეს, ბე­ბი­ის­ტო­ლა ქალი ვარ და ალ­ბათ, მოგ­კლავ­დი", „დროა ბა­წარ­ში უყ­რი­დე თავს“ - ეს კო­მენ­ტა­რე­ბი მსა­ხი­ო­ბის­თვის ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქცა. netgazet-თან სა­უ­ბარ­ში მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ მის ოჯახ­ში ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია იმ ხალ­ხის გარ­და, რომ­ლე­ბიც და­შო­რე­ბის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ.

"3 წლის წინ განვქორ­წინ­დით მე და ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე. არ გვინ­დო­და ამ თე­მის გახ­მა­უ­რე­ბა ბავ­შვე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ვი­ცო­დით, ამას რა მოჰ­ყვე­ბო­და, ამი­ტომ ვე­ცა­დეთ ჩუ­მად, მშვი­დად მოგ­ვეგ­ვა­რე­ბი­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რო­გორც მახ­სოვს, თე­ბერ­ვალ­ში, გავ­რცელ­და ჩემს შე­სა­ხებ ნი­უ­სი რა­ღაც უწყი­ნარ ფო­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მე­გობ­რის წრე­ში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი და შემ­დგომ ერთ-ერთი ჩემი მე­გობ­რის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ნი­უ­სის სა­თა­უ­რი ასე­თი იყო – „ამა და ამ ადა­მი­ა­ნის ცოლს ახა­ლი რჩე­უ­ლი ჰყავს“. ამას მოჰ­ყვა ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია.

რო­დე­საც ასე­თი ცხო­ვე­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჩვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, მე და ჩემ­მა ყო­ფილ­მა ქმარ­მა ამას მი­ვუ­ძღვე­ნით სა­ერ­თო პოს­ტი ფე­ის­ბუკ­ზე, სა­დაც ვთქვით მკა­ფი­ოდ, რომ ჩვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი იყო შემ­დე­გი: წლებ­თან ერ­თად აღ­მოგ­ვაჩ­ნდა სხვა­დას­ხვა გეგ­მე­ბი მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ასე უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და.

ეს იყო მი­ზე­ზი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მოხ­და ისე, რომ თუკი ვინ­მეს რა­ი­მე ფან­ტა­ზია ჰქონ­და – ყვე­ლა­ნა­ი­რი ბრალ­დე­ბა მო­მე­წე­რა მე. აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­თი­თხნი­ლი და მოკ­ლე­ბუ­ლი რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ჩემი ბრა­ლი, რომ ჩემს შვი­ლებს მო­მა­ვა­ლი და­ვუნ­გრიე, რომ ყვე­ლა უბე­დუ­რია ჩემს გამო. მა­შინ, რო­დე­საც რე­ა­ლო­ბა სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როა – ყვე­ლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი საქ­მე, რო­მელ­საც სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებთ. მეც ჩემი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან დიდ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ძა­ლას მა­ნი­ჭებს, მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­გობ­რო წრე, რო­მელ­თა­ნაც თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია. ჩემი შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, მათ შო­რის იმი­თაც, რომ დედა, რო­გორც იქნა – გახ­და მსა­ხი­ო­ბი და აის­რუ­ლა თა­ვი­სი ოც­ნე­ბა. მა­მას­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ და სა­ერ­თოდ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას ის ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მელ­საც ასა­ხა­ვენ.

მახ­სოვს, თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ქუ­ჩა­ში ფი­ზი­კუ­რად გა­მოს­ვლა. გან­ცდა მქონ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­დი­ან ჩემს გარ­შე­მო. ვი­ზუ­ა­ლუ­რად წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ის კო­მენ­ტა­რე­ბი, რა­საც მი­წერ­დნენ, ადა­მი­ა­ნებს თან დაჰ­ყვე­ბო­დათ ოთხკუ­თხე­დებ­ში ჩას­მუ­ლი ტექ­სტის სა­ხით.

მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ხალ­ხი სა­ერ­თოდ არ მხვდე­ბო­და… არ ვიცი, თავს იკა­ვებ­დნენ თუ უბ­რა­ლოდ ჩემს ირ­გვლივ არ იყ­ვნენ.

მახ­სოვს, როცა მი­ჭირ­და თა­ვი­დან გა­რეთ გას­ვლა, მე­გო­ბა­რი ვნა­ხე და ჩა­მე­ხუ­ტა. მი­თხრა, შენ­თან ვარ­თო. მა­შინ ვიგ­რძე­ნი, რომ ჩემს წრე­ში უა­რე­სო­ბის­კენ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, პი­რი­ქით. მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ.

ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი იყო კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­დაც მი­წერ­დნენ, რომ თავს უნდა ვიკ­ლავ­დე, თავი უნდა და­ვიწ­ვა და სხვა. ასე­ვე, მო­უ­წო­დე­ბენ ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს ძა­ლა­დო­ბის­კენ. წე­რენ – "რო­გორ არ მო­კა­ლი?!“ , "რო­გორ გა­უშ­ვი სა­ერ­თოდ ქუ­ჩა­ში?!" და ა.შ." - განუცხადა "ნეტგაზეთს" თაკო ტაბატაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×