რეზონანსი
10.10.2022

იუმორისტი და სცენარისტი, ნიკა ქავთარაძე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"სამწუხაროდ, მაინც მომაგნო ვირუსმა და დამაგდო ბეჭებზე. იმედი მაქვს მალე მიხვდება, რომ ჩემზე დროის დაკარგვა არაფერს მისცემს და შემეშვება. მანამდე კი, სახლში გამოკეტილი უნდა ვიყო.

შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ამ პოსტს დაახლოებით 25 წუთი ვწერდი - ოთხჯერ ჩამეძინა. ასე ვითიშები მთელი დღეა. ხოდა, იცოდეთ, რომ განა დამავიწყდა გამეფრთხილებინეთ, რომ რამდენიმე დღე ვერ ვიქნები აქტიური, არა, არ დამავიწყდით, უბრალოდ, მოწერისას ჩამეძინა და გავითიშე. ამიტომ აქ გწერთ ყველას ერთად", - წერს ქავთარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×