რეზონანსი
10.10.2022

ჯგუფში „ვეძებ“ ემოციური წელი გამოქვეყნდა. 23 წლის ბიჭმა გაიგო, რომ ბიოლოგიურმა დედამ ახალშობილი გაყიდა:

„დედაჩემო, შენი შვილი, რომელიც გროშებად გაყიდე, ძალიან მალე 23 წლის ხდება. დღეს გავიგე შენს შესახებ. მხოლოდ ერთს გკითხავ, ჩემში ფული როგორ აიღე?! უბრალოდ მოგეშორებინე, ნაგავსაყრელზე დაგეტოვებინე, სადმე ჩაგებარებინე, თუნდაც სულ უსასყიდლოდ გაგეშვილებინე, მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს, 23 წლის თავმოყვარე ბიჭს, რომელსაც ცხოვრება დღეს ამოუტრიალდა…

დედაჩემო, ფულზე როგორ გამყიდე და იმ ფულით ჩემ და-ძმებს საჭმელი როგორ უყიდე?! არც მძულხარ, არც მეზიზღები, არაფერს განვიცდი შენს მიმართ. არც ვიცი ვინ ხარ და არც მაინტერესებს ჩემში ფული როგორ აიღე?!“ - წერს ახალგაზრდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×