რეზონანსი
10.10.2022

მომღერალი - ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ორი დღის განმავლობაში სამი ღირსეული ადამიანი გარდაიცვალა.

„სიკვდილო!

სიკვდილო!

სიკვდილო!

რა გინდა? რას გვერჩი? რატომ არ გვანებებ თავს?!

შენთან შერკინებაში უძლურია კაცობრიობა.

ამ ორი დღის განმავლობაში სამი ღირსეული, შეუშლელი ძმობაში, პროფესიონალი თავის საქმეში, მამულიშვილი დავკარგეთ!

უჩა მალაზონია, ლაშა გოგიაშვილი, შალვა ბერძენიშვილი...

ძალიან რთული იქნება თქვენს გარეშე ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ თქვენ ამ ქვეყანაში დატოვეთ - სიყვარული, სითბო და მოგონება რომელიც მეხსიერებიდან არ წაიშლება და გულში სულ იქნება...

ამ ბოლო დროს ნელ-ნელა ვხვდები,არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის წახვედი ამ ქვეყნიდან, მთავარი ის არის რამდენი სიკეთის გაკეთება მოასწარი და რამდენ ადამიანს გაუთბე გული!

ღმერთმა მოიხსენო თქვენი სულები! ამინ", - წერს ზურა ხაჩიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×