რეზონანსი
15.10.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება შეგიძლიათ! თუნდაც კონფლიქტის შუაგულში იყოთ, ნათელი გონებით და მძლავრი არგუმენტებით მოწინააღმდეგის დაყოლიებას შეძლებთ. გასაკვირი არ არის, რომ ახლობლები საკამათო საკითხების მოსაგვარებლად თქვენ გირჩევენ.

კურო

სავარაუდოდ, საქმეს, რომელიც არ გაინტერესებთ, თაროზე, განუსაზღვრელი დროით შემოდებთ და საინტერესო საქმეებით დაკავდებით. სწორი გადაწყვეტილებაა - უინტერესო საქმის კეთების დროს უამრავ შეცდომას დაუშვებთ და ფინანსურად დაზარალდებით. ერთადერთი გამოსავალია, აკეთოთ ის, რაც გაინტერესებთ ან დაინტერესდეთ იმით, რისი კეთებაც გიწევთ.

ტყუპები

ცდილობთ, ცხოვრებაში საკუთარი ადგილი იპოვოთ და ამ გრძნობას არ უნდა შეეწინააღმდეგოთ - შესაძლებელია, ასეთი მიზანსწრაფულობით სოციალური მდგომარეობა ან კარიერა გაიუმჯობესოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ. იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ მის გადაწყვეტას, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგან მისი შედეგები ძალიან დიდხანს გაგყვებათ.

ლომი

გახსოვდეთ, რომ უკმაყოფილების გამოხატვით და ბუზღუნით სიტუაციას უფრო გაამწვავებთ, პრობლემას კი ვერ გადაჭრით, ამიტომ მოდუნდით და ბედს მიენდეთ. როგორც იტყვიან, თუ რაღაცის შეცვლა გინდათ, გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ და თუ გრძნობთ, რომ ვერაფერს შეცვლით, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.

ქალწული

ცვლილებების დღეა - საინტერესო ამბები გელით, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაახალისებს. შესაძლოა, ახალი სამსახური იშოვოთ ან სამოგზაუროდ გაემგზავროთ. მარტოხელა ქალწულებს ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდებიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მთელ დღეს ოთხ კედელში არ გაატარებთ.

სასწორი

ამ დღეს უჩვეულოდ მშვიდი და საქმიანი ხართ და ნებისმიერ სამუშაოს შესანიშნავად უმკლავდებით. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჩვეულ საზღვრებს არ გასცდეთ - ექსპერიმენტები, უარეს შემთხვევაში, საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი - არაეფექტური.

მორიელი

ამ დღეს ურთიერთობებში უკიდურესად ფრთხილად უნდა მოიქცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებრობა და კონფლიქტები გელით. თუ უკმაყოფილება და კამათი არ გსურთ, „დიპლომატია ჩართეთ" და კომპრომისი მოძებნეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება, თავი სიტუაციის ბატონ-პატრონად იგრძნოთ! ყველაფერს აკონტროლებთ, თუმცა, სირთულეებიც გელით - სხვისი აზრის მოსმენა არ გაინტერესებთ და მცირე წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი კონფლიქტში ერთვებით. თუ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა რამედ გიღირთ, ეცადეთ, უფრო მოქნილად იმოქმედოთ.

თხის რქა

ამ დღეს გადაწყვეტილების მიღების დროს შეიძლება ეჭვები დაგებადოთ, რაც ძალიან გაგაღიზიანებთ. გირჩევთ, ნებისყოფა მოიკრიბოთ ან საკამათო საკითხებზე რჩევა ახლობელ ადამიანებს სთხოვოთ.

მერწყული

ამ დღეს საკუთარ ინტუიციას არ უნდა ენდოთ, რადგან შეიძლება სრულიად სხვა, არასწორი მიმართულებით წაგიყვანოთ. მხოლოდ ლოგიკას და ზუსტ გათვლას შეუძლია სასურველი შედეგი მოგიტანოთ.

თევზი

ვარსკვლავები გირჩევენ, დასვენების დღე მოიწყოთ, აურზაურს გაერიდოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ. როგორც არ უნდა ეცადოთ, ამ დღეს სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ, ამიტომ მოდუნდით და გაანებივრეთ თავი იმით, რისთვისაც დრო არაოდეს გყოფნიდათ. შეგიძლიათ, საკუთარ თავს ჩვეულებრივზე მეტი ფული დაახარჯოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×