რეზონანსი
25.10.2022

სოციალური ქსელში რუსკა ხუციშვილი მ. იაშვილის კლინიკის პერსონალს მისი შვილის მიმართ ჩადენილ ქმედებაში ადანაშაულებს და მათ მძიმე ბრალდებას უყენებს:

"მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მინდა ყველამ გაიგოს! ბავშვს პირდაპირ ქიმია რომ დაუწყეთ!!!

ჯერ იმუნური სისტემა უნდა მოეძლერებინათ და მიყვანის დღიდან ქიმია არ მიგეცათ, არც ალერგიის დექსამეტაზონი არ ჰქონდათ გამოყენებული, მერე დაუწყეს რეანიმაციაში დაგვიანებულზე, როცა ყველაფერი ჩამწვარი ჰქონდა ბავშვს. დაუწვეს ფილტვები, კუჭი ყველა ორგანო, პირი სისხლიანი ქონდა ჩაფუფქული ყველაფერი. მაკა თევზაძევ, ბავშვი რომ გაწმინდეთ თურქების მოსვლის წინ გამოუცვალეთ თეთრეული დაუდგით იზოლაციის ღობე, დაუსვით ექთანი მანამდე რატომ არ აკეთებდით ამ ყველაფერს. პირში რაღაც ფხვნილი რომ ჩააყარეთ და მომატყუეთ წნევის წამალიაო, იმდენი გადასხმა ედგა და წნევის წამალს გათიშულ ბავშვს აყრიდით? პირი გამოუწმინდეთ სისხლიანი მოაწესრიგეთ თურქებს რომ არ ენახათ ესეთი ნაჯიჯგნი იდა სისხლიანი. შაბათს რომ მძიმდებოდა ბავშვი და მე რომ ვყვიროდი ქიმია გაუჩერეთ ბავშვს მიკვდება-თქო ექთანთან მომივიდა ჩხუბი (თავხედი და უსაქმური ექთნები რომ გყავთ, გასაგდებები არიან ყველანი) დაგირეკეს და არ მოხვედით რომ ვყვიროდი კონსილიუმი მოიწვიეთ ბავშვი მიმძდება-თქო რატომ არ მოხვედით? რეანიმაციის პაციენტი რომ გიმძიმდებოდათ რომ მოთრეულიყავით, ასე აღარ დამძიმდებოდა ჩემი შვილი. 

მეორე დღეს იმ კვირა ღამეს როცა ფილტვები დაეხურა, მთელი ღამე მე მეჭირა ჟანგბადის სასუნთქი. რამდენჯერ შეუცვალეთ სასუნთქები დაბინძურებულები რომ გაქვთ რა ინფექცია შეახვედრეთ სატანებო. 

ღმერთო როგორ უნდა დამავიწყდეს ჩემი შვილის წამება, არავის არ ვაპატიებ. სულ ვყვიროდი და ვჩხუბობდი, იმიტომ მაგდებდნენ ხან პატრულით მემუქრებოდნენ. მძულხართ ყველა ექთანი და ექიმი იაშვილის კლინიკაში ვინც თუნდაც მიეკარეთ ჩემს შვილს. ვერავის გიტანთ და არც არასდროს გაპატიებთ ჩემი შვილის წამებას ხომ დაგიბარეს მაკა თევზაძევ დაკითხვაზე? ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი. ჯერ სადა ხართ, მოგყვება მკვლელი შენგელაია და დანარჩენები. შეგეყინა ირონია სახეზე? დადექი ეხლა და აწერინე ახლობლებს შენი საქებარი პოსტები. ეს ამბავი ისე არ ჩაივლის გამოძიების გარეშე. რა ინფექცია შეყარეთ ჩემს შვილს, ნაგვებო ან სასუნთქის აპარატიდან აქვს გადადებული ან კათეტერიდან თქვე სატანებო არ გაგახარებთ შეგაკვდებით და პასუხს გაგებინებთ!!!

ვიცი რა მომაკვდინებელი ინფექციებიც აღმოაჩინეს იაშვილში დასაჭერები ხართ ყველა ნაგვებო!!!

იაშვილი იმიტომ დაიხურა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, აღმოაჩინეს მომაკვდინებელი ვირუსი, რომელიც ამერიკიდან არის შემოსული - კლეფსიერა და კიდევ სხვა საშინელი ვირუსები. არ შველის ანტიბიოტიკები, თუ არ დადგინდა რა ვირუსია, ძნელია მკურნალობა. ეს საზიღრები არ ცვლიან სასუნქთ აპარატებს აქვთ ძველები და მაგ სასუნთქებში აღმოაჩინეს ზუსტად!!!", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×