რეზონანსი
25.10.2022

გადაცემაში “ია ფარულავას კონვერტი” წამყვანმა რეპერ ლექს-სენს 5 ათასი ლარის სანაცვლოდ იმ ადამიანის ვინაობის დასახელება სთხოვა, ვის შვილსაც ლექსო რეპის საფუძვლებს ასწავლიდა. მომღერალმა ფულზე უარი თქვა და მისი ვინაობა ისევ საიდუმლოდ შეინახა, თუმცა, დასძინა, რომ მოვა დრო, როცა ყველაფერს იტყვის.

წამყვანს წამოსცდა ფრაზა: კარგია, რომ შენი დანაპირები შეასრულე ამ ოჯახთან, მიუხედავად იმისა, რომ ახლა დაპირისპირებული მხარეები ხართ.

ეს ფრაზა მიუთითებს იმაზე, რომ ლექს-სენის მოსწავლე სწორედ ბერა ივანიშვილი იყო. ბოლო წლებია რეპერი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებზე ასრულებს მუსიკალურ ნომრებს. ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები სწორედ ბერა ივანიშვილზე გამოთქვამენ ვარაუდს.

მეტრონომი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×