რეზონანსი
26.10.2022

დეკანოზი, პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში, შურისძიების შესახებ წერს და აცხადებს, რომ შურისძიება პატარა ადამიანებს ახასიათებთ.

"შურისძიება პატარა ადამიანებს ახასიათებთ...

როცა ბედნიერი ხარ და ღვთისგან ბოძებულ ყოველ წამს სიკეთის კეთებისთვის იყენებ, არც გახსოვს, ვინ როდის და რატომ გაწყენინა.

წყენის და გაბრაზების დამახსოვრებით, ისევ ჩვენ ვსუსტდებით, ისევ ჩვენ ვძიმდებით და საბოლოოდ მადლისგანაც ვიძარცვებით...

ზოგი ისე ამაყად და თავმომწონედ ამბობს-,,არასდროს ვაპატიებ", ,,არასდროს გავახარებ", ,,სიკეთეს არასდროს ვუსურვებ"-გეგონება გმირობას ჩადიოდეს...

ვერც ხვდება, რომ ამით ირიბად აღიარებს მის სიმცირეს და არაადამიანობას...

მერე დადგება და ხატთან მის სიგრძე სანთელს ააბრიალებს-ღმერთო, შემიწყალეო... ისიც არ იცის, ღმერთიც ზუსტად ისე შეიწყალებს, როგორც მისი მრისხანე გული, უფრო სწორად უგულობა იწყალებს სხვებს... განა რამდენი წელი უნდა ამძიმებდე შენი ცოდვებით დედამიწას...

გაიღიმე, დამშვიდდი, არ იბობოქრო, სამყაროც უფრო დაგინდობს", - წერს დეკანოზი, პეტრე კვარაცხელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×