რეზონანსი
04.11.2022

ახლობლები და მეგობრები 30 წლის ქალს ემშვიდობებიან. ნონა ტყეშელაშვილი მძიმე და ხანგრძლივ ავადმყოფობას ემსხვერპლა. მას მეუღლე და მცირე წლოვანი ვაჟი დარჩა.

„ნათელში იყოს მისი სული. კიდევ ერთი, ლამაზი სული წარსდგა ღმრთის წინაშე. დღეს, ნონამ მარადისობაში გადაინაცვლა. ხანგრძლივმა ავადმყოფობამ გამოაწრთო 30 წლის ქალბატონის სული. მოწამეობრივი იყოს მისი აღსასრული.

ნონამ და თორნიკემ გაიარეს გოლგოთის უმძიმესი გზა. მოახლოვებულ აღსასრულამდე, რამდენიმე დღით ადრე, მოძღვარი იხმო: „თხოვეთ მამა ბენიამინს, მოვიდეს მაზიაროს, მის ხელში მინდა სიკვდილი, მჯერა სამოთხეში წამიყვანს". ეს იყო მისი უკანასკნელი სურვილი. ვუსამძიმრებ მეუღლეს-თორნიკეს და 11 წლის ვაჟს - დავითს, მშობლებს. ნონას და თორნიკეს სიყვარულის ისტორია დარჩება სამაგალითოდ ყველასთვის.

ვუსამძიმრებ დვალიშვილების და ტყეშელაშვილების ოჯახს. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ღირსო ნეტარებიასაო"

„დღე არ ჩაივლის მწუხარების გარეშე" - სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანის ყოველდღიური ფრაზა გახდა.. ძალიან საყვარელი კეთილშობილი გოგონა მოაკლდა ქვეყნიერებას. უფალს ებარებოდეს მისი კეთილი სული.

უზომოდ მენანები და მიყვარხარ", - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალის ახლობლები.

წყარო: mega.tv

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×