რეზონანსი
08.11.2022

მარტვილში მძიმე ავარიას 31 წლის ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი შენობას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, ლევან გვაზავა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, რომლებიც ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

სოციალურ ქსელში ახლობლები ამ ფაქტს ემოციურად ეხმაურებიან:

"ზოგის ცხოვრებაში გაზაფხულია, ზოგის - ზაფხულია, შემოდგომაა, ზოგს დაუზამთრდა, ზოგმა კი სამუდამოდ დაგვტოვა და დიდი ტკივილი და ბევრად უფრო დიდი სიყვარული და მონატრება დაგვიტოვა…

უფალო, კეთილად მოიხსენიე, ჩემი პატარა კუთხის შვილი, გულით ყველაზე და ბუნებით ბუნებაზე შეყვარებული, თავმდაბალი ვაჟკაცი, პატარაობიდან გამორჩეულად წყნარი, წითელლოყება, ცისფერთვალება, ლამაზღიმილიანი, ცოტასმ თქმელი და ბევრის მქმნელი, იდეალური მეგობარი და მეზობელი, წუხელ ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული ლევან გვაზავა.

ვიზიარებთ დედის, და-ძმისა და ჩვენი კუთხის – ჩვენი დიდი ოჯახის გულისტკივილს” , – ვკითხულობთ გამოსამშვიდობებელ წერილში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×