რეზონანსი
13.11.2022

მსახიობი თამარ მაყაშვილმა შედარებით ვრცლად ისაუბრა მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე. მან 

„ვერაფრით წარმოვიდგენდი, ერთ წინადადებას ასეთი ამბავი თუ მოჰყვებოდა, მით უმეტეს, ბოდიში უკვე არაერთხელ მოვიხადე. ფაქტობრივად, ჩემს წინააღმდეგ ომი დაიწყო. ახლა ძალიან დაბნეული ვარ. 

აჭარა აუგად არ მომიხსენებია, მსგავსი რამ გულში წამითაც არ გამივლია. ეს ადამიანები ჩემთვის მაშინაც და დღესაც საინტერესოები იყვნენ და არიან. სხვებს თუ ჰგონიათ, ბავშვობაში მე არ ვიყავი ბულინგის მსხვერპლი, ცდებიან. სადაც უნდა ჩავსულიყავი, მესმოდა: უჰ, ეს თბილისელები ჩამოხვედითო? მაგრამ ამას სულ ხუმრობაში ვატარებდით. აჭარა უსაყვარლესი კუთხეა. გული მწყდება, იმის საშუალება რომ არ მაქვს, შვილიშვილებს ხელი მოვკიდო და მთის ფერდობებზე შეფენილ სოფლებში ვამოგზაურო. ისეთ სახლებშიც კი ვცხოვრობდი, ერთ ჯოხს რომ ეჭირა, მაგრამ იქ იყო სინამდვილე, გულწრფელობა, სითბო, პატივისცემა... დღეს ეს ყველაფერი სად წავიდა, სად დაიკარგა? ადამიანები რამ გაგვაბოროტა? უნებურად, ეს რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი?

ბოდიშები მოვიხადე, სხვა  რა უნდა გამეკეთებინა, ცრემლი გადმომეღვარა? სხვა რაღაც ხდება, მალე საზოგადოება უფრო რეზონანსულ ამბავს შეიტყობს...

ახლა მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი, ჯოხი ჩემზე გადატყდა. მედალს ორი მხარე აქვს და მინდა თეთრი მხრიდან შევხედავ, მინდა - შავი მხრიდან. ერთადერთი, ის მახარებს, რომ დღეს თანადგომა ბევრი აჭარლისგან ვიგრძენი. ვინც ცუდი კომენტარი დაწერა, ბევრმა დამირეკა და ბოდიში მომიხადა. ბოდიში, სხვას ვეღარაფერს გეტყვი, მართლა ძალიან ცუდად ვარ. რატომ წინა დღის ეთერს არ ახვევენ და არ მისმენენ, რას ვყვები, ახალგაზრდებზე რას და როგორ ვამბობ? - რატომღაც, ეს არავის აინტერესებს, სამწუხაროდ...“ - განაცხადა მსახიობმა.

ჟურნალი „გზა“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×