რეზონანსი
13.11.2022

რამდენიმე დღის წინ მთელის სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ კაცზე, რომელიც ოჯახს ავადმყოფობას იმის გამო უმალავდა, რომ ისინი არ შეეწუხებინა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამჯერად კი გოგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ანდრო ხურცია გარდაიცვალა.

"სანამდე მიიყვანე შენი საქმე, დაუდევრობით. ნათელში იყოს შენი სული! უფალს ებარებოდეთ!", - წერს კალანდია.

მანამდე კი გოგო კალანდიამ ასეთი მიმართვა გამოაქვეყნა:

"გთხოვთ, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია. ეხება სენაკელებს. თუ ვინმე იცნობთ ამ ადამიანს, ანდრო ხურციას, რომელიც სენაკელია, ცხოვრობდა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში ბოლოს. ჩემი მეგობარია, ძალიან კარგი ადამიანი, თურმე მალავდა ავადმყოფობას ,რო არ შეეწუხებინა ვინმე. ვითომ გერმანიაში იყო წასული და თავი აარიდა სამეგობრო სანათესაოს, არავის უთხრა თავისი გასაჭირი, თურმე იმყოფება ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოში და სიკვდილს ებრძვის, დიაგნოზი თავის ტვინის სიმსივნე, ბოლო სტადია, უგონოდ მიერთებულია აპარატზე, წამი წამზეა მისი სიცოცხლე. გაავრცელეთ იქნებ ნათესავებამდე მივიდეს ანდროს ამბავი, სავადმყოფოში უწევთ, მაგრამ ნამდვილი გვარსახელი არ იციან, ახლახანს გავიგე ეს ამბავი იქნებ გადავარჩინოთ!"

tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×