რეზონანსი
14.11.2022

ახალგაზრდა კაცი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა და ამ დრომდე კომაში იყო, გარდაიცვალა. ავარია მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, სოფელ ლიაში, ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

29 წლის ლერი ღუჭუას გადასარჩენად სოციალურ ქსელში დახმარების სურვილი ბევრმა გამოთქვა და ანგარიშის ნომერიც დაიწერა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„რატომ, ასე რატომ გვატკინე გული. არ მჯერა, რომ აღარ გვეყოლები...“

„რა დასანანია ლერი, ამდენი იბრძოლე და ბოლოს მაინც ვერ გაუძელი. ვუსამძიმრებ ოჯახს, ძალიან დაგვაკლდები“, - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×