რეზონანსი
14.12.2022

ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორი, ნიკოლოზ წეველიძე სოციალურ ქსელში ვივა მედთან მომხდარს ეხმაურება და წერს, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტს პირდაპირი ეთერის დროს ხელი იმიტომ ჰკრა, რომ "ვერ მოზომა".

"ძალიან ვწუხვარ „ვივამდთან" მომხდარი ფაქტის გამო. 20 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები და მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. ადგილზე ტელევიზიები ვმუშაობდით პირდაპირი ეთერის რეჟიმში, რა დროსაც მთავარი არხის ჟურნალისტის ჩართვის გამო, ხელი შეგვეშალა მუშაობის პროცესში. ყველა ვეუბნებოდით კადრიდან გაწეულიყო. ამის შემდეგ მინდოდა უბრალოდ გვერდით გამეწია ვერ მოვზოვე და ხელი ვკარი. პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა და კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამის გამო. რაც შეეხება უკვე კადრს მიღმა განვითარებულ მოვლენებს, ამაზე თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ", - წერს ნიკოლოზ წეველიძე.

ცნობისთვის, კლინიკა ვივა მედთან, პირდაპირი ეთერის დროს, ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორმა, "მთავარის" ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×